ახალი წელი კარს მოგვადგა და ჯადოსნურმა ნაძვის ხეებმა ახალი წლის წინასწარმატყველება უნდა გვამცნონ.
აირჩიეთ ის ნაძვის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაეცანით, რა გელით ვეფხვის წელიწადში.
პირველი ნაძვის ხე
წელს ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. ვარცხნილობის შეცვლა გსურთ? თამამად იმოქმედეთ! ქალაქიდან გაქცევა და 2 კვირით შუა ტყეში ცხოვრება? თამამად! აისრულეთ სურვილები, მოსაწყენად ვერ მოიცლით.
მეორე ნაძვის ხე
გისურვებთ, რომ მირბოდეთ, მირბოდეთ საყვარელ ადამიანებთან, საყვარელ სამსახურში, მდიდრულ წვეულებაზე... არ გამოტოვოთ არც ერთი სიამოვნების მომტანი მომენტი, დატკბით ცხოვრებით.
მესამე ნაძვის ხე
იპოვით იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. ეს შეიძლება იყოს ჰობი ან ახალი სიყვარული. შეიყვარეთ, ისიამოვნეთ დადებითი გრძნობებით და დატკბით ბედნიერებით.
მეოთხე ნაძვის ხე
თოვლის ბაბუა უკვე მოდის თქვენკენ საჩუქრებით დატვირთული. ახალ წელს სასიამოვნო შეხვედრები გელით. გაუღეთ კარი ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს.
მეხუთე ნაძვის ხე
თქვენ გყავთ ცხოვრებაში ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც მთელი გულით უნდა შეიყვაროთ და გაანებივროთ. ეს თქვენ ხართ. იყავით მადლიერი ბედის და ამ წელს მარტოობა არ გაგტანჯავთ.
მეექვსე ნაძვის ხე
საყვარელი ადამიანი გააბედნიერეთ ჩახუტებით, მოფერებით, უთხარით მეტი თბილი და ტკბილი სიტყვა. ერთად უამრავ დაბრკოლებას გადალახავთ.
მეშვიდე ნაძვის ხე
იყავით ისეთი, როგორიც ხართ და გარშემო მყოფებსაც მიეცით უფლება, იყვნენ ბუნებრივები. ნუ ეცდებით, მათ მოახვიოთ საკუთარი აზრი; მოაწონოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. თქვენ ხართ განსხვავებულები და ესაა საინტერესო.
მერვე ნაძვის ხე
თქვენ გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს, გაუღიმეთ მათ. მოეფერეთ, გაამხნევეთ და ნახავთ, რომ სამყარო თქვენ გარშემო უკეთესობისკენ შეიცვლება.
მეცხრე ნაძვის ხე
ის, რაც იყო წარსულში, წარსულში დატოვეთ. თამამად იყურეთ მომავალში. სასიამოვნო მომენტებით დატვირთული წელი გელით. იყავით მზად ცვლილებებისთვის.
მეათე ნაძვის ხე
გჯეროდეთ სასწაულების! მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება გელით. მიიღეთ ის და იყავით მადლიერი.
ბედნიერ წელს გისურვებთ, იყავით ბედნიერები!