არ აჩქარდეთ, კარგად დაათვალიერეთ ნახატი და აირჩიეთ ერთი კონკრეტული საგანი:
თუ თქვენ აირჩიეთ...
საქანელა - ეროტიკული თამაშის სიმბოლოა. ეროტიკულ ფანტაზიებსაც ასახავს და მათდამი ლტოლვასაც.
ველოსიპედი - სიახლეების სიმბოლოა. ცვლილებებისადმი გაქვთ ლტოლვა.
ვაშლის კალათა - სიბრძნის, მიზანმიმართულობის და პირადი ბედნიერების სიმბოლოა.
ლურსმნები - მოძალადეობის სიმბოლოა. თქვენი და გარშემო მყოფების მიმართ.
მუზარადი - მამაცური სულისა და ვაჟკაცობის სიმბოლოა. აგრეთვე, იმპულსურობისა და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილების.
წიგნები - ცოდნისადმი სწრაფვის სიმბოლოა.
ჩაქუჩი - სასურველის ძალისმიერი მეთოდებით მიღწევის სიმბოლოა.
ნიღაბი - ემოციის სიმბოლოა, როგორ ექცევით გარშემო მყოფებს - დადებითად თუ უარყოფითად.
ნახატი - სტაბილურობის სიმბოლოა. საქმეებში სუფთა ხართ და გსურთ, გარშემო ალალი ადამიანები გყავდეთ.
ბორბალი - თითქოს ჩაკეტილ სივრცეში ხართ, გარშემო არსებული სამყაროს შეცვლა გსურთ.
ძეხვი - ფიზიკური მდგომარეობის სიმბოლოა. ირჩევს ის, ვისაც ჯანმრთელობის ფარული დაავადება აქვს.
ბადე - მარტოობის სიმბოლოა. შეიძლება დეპრესიული ხართ და შფოთავთ რაიმეს გამო.
კიბე - წარმატების მიღწევის სიმბოლოა. გსურთ, მიზანს მიაღწიოთ. აგრეთვე შეიძლება, წარსულსა და მომავალს შორის ცდილობთ ბალანსის შენარჩუნებას.
ყუთები - თქვენი პირადის სიმბოლოა. რაღაცის დაფარვის ან შენახვის. დაფიქრდით, რითი გსურთ მათი ავსება.
ცოცხი - ფარული სურვილის სიმბოლოა. ინტიმური სიახლოვე გსურთ თქვენს საყვარელ ადამიანთან.
გატეხილი სკამი - სტრესის, არასტაბილურობის, შფოთის სიმბოლოა.
გატეხილი სარკე - შინაგანი ბრძოლის სიმბოლოა, რომელიც ორად გხლეჩთ და თავს ცუდად გაგრძნობინებთ.
მაშა - ვალდებულების სიმბოლოა. თქვენ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უნდა შეძლოთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოთ.
იხილეთ: აირჩიეთ 1 გასაღები და გაიგეთ თქვენი ხასიათის 2 ღირსება
<div style="padding: 10px; margin: 0px; color: #000000; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size: 14px;"></div>