რომელმა ელემენტმა მიიპყრო პირველმა თქვენი ყურადღება?
თუ გოგონა დაინახეთ -ქვეცნობიერი შიში ან გაუთვითცნობიერებელი ბავშვობისდროინდელი ტრავმა გაქვთ. ეს შეიძლება იყოს პერინატალური ტრავმა ან მოვლენა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში მოხდა. შეიძლება გეშინიათ გარდაცვალების მშობიარობის დროს. შეიძლება დიდი ხნით იყავით მიტოვებული საავადმყოფოში.
თუ პეპელა დაინახეთ -მას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს სიზმრად ნანახი პეპელა სასიამოვნო სიახლეს ნიშნავს. ზოგიერთ კულტურაში პეპელა გარდაცვლილი ადამიანის სულის სიმბოლოა. თეთრი პეპლები -ჩვილობაში გარდაცვლილების სულების. შეიძლება, თქვენი მზერა წარსულისკენაა მიპყრობილი, შეიძლება ახლობლის გარდაცვალებას განიცდით.
მარწყვი -შუასაუკუნეებში მარწყვს სიყვარულის კენკრად მიიჩნევდნენ. შეიძლება გაშინებთ შეუმდგარი ურთიერთობები ან უპასუხო სიყვარული.
თუ ჩონჩხი დაინახეთ -ის ოპტიკური ილუზიის შედეგად გაჩნდა. შეიძლება ახლობლის სიკვდილს განიცდით. ან გარდაცვალების გეშინიათ.
თუ ხეები დაინახეთ -ორი ხე თითქოს ხიდს ქმნის. თქვენში თითქოს გაორებული პიროვნება ცხოვრობს. შეიძლება განწყობის, ემოციების მკვეთრ ცვლილებას განიცდით. თუ ისინი ყოველდღიურობაში გიშლით ხელს, უმჯობესია სპეციალისტს გაესაუბროთ.