ტოტემური ცხოველი - თქვენი პიროვნების ამა თუ იმ მხარის სიმბოლოა. ის არამხოლოდ იცავს და ეხმარება ადამიანს მთელი ცხოვრების განამვლობაში, არამედ ხასიათის გარკვეულ თვისებებსაც სძენს.
გაიგეთ, რომელია თქვენი ტოტემური ცხოველი. ეს დაგეხმარებათ, უფრო ღრმად შეიცნოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ცხოველი დაბადების თარიღის მიხედვით - არასტანდარტული ჰოროსკოპი
ძაღლი
1-3 აპრილი, 15-20 ივნისი, 10-15 ივლისი, 28-30 სექტემბერი, 1-16 დეკემბერი
ერთგულება და კეთილსინდისიერება - თქვენი მთავარი მახასიათებელია. გარშემომყოფები ადვილად გენდობიან, რადგან სანდო ადამიანის რეპუტაცია გაქვთ. თავმდაბლობა, უბრალოება, პასუხისმგებლობა - აი, რის გამოც გცემენ პატივს.
თაგვი
10-28 იანვარი, 16-23 მარტი, 15-26 აპრილი, 1-3 ივნისი, 1-9 ივლისი, 16-25 აგვისტო
ბავშვობაში ნამდვილი მოუსვენარი იყავით, არ უჯერებდით მშობლებს. ასაკთან კი ყველაფერი შეიცვალა და ეს სხვის თვალში მიმზიდველს და მომხიბლავს გხდით. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ და საზოგადოებაში ყურადღებას იქცევთ. თუმცა, ძალიან მგრძნობიარე - ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ.
ლომი
25-31 იანვარი, 13-15 მარტი, 22-31 მაისი, 1-16 ნოემბერი
სულაც არ ხართ მტაცებელი, ძალიან კეთილგანწყობილი და კეთილი ხართ. არ გიყვართ კონფლიქტები. ბუნებით ლიდერი ხართ, თუმცა ტაქტიანი, ტოლერანტული და მომთხოვნი. გიყვართ, როცა კომპლიმენტებით გამკობენ და იმავეთი პასუხობთ.
კატა
1-5 თებერვალი, 24-31 მარტი, 25-30 ივნისი, 27-31 ივლისი,15-27 სექტემბერი, 17-30 ნოემბერი
მომხიბლავი - ასე დაგახასიათებთ ყველა, ვინც გიცნობთ. ბუნებრივი შარმი გაქვთ, რომელიც ხალხს იზიდავს. ხშირად გამოხატავენ თქვენდამი სიმპათიას, თუმცა, ხანდახან მორცხვი და ჩაკეტილი ხართ. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, რადგან ხუმრობაც იცით და სხვადასხვა საინტერესო თემის განხილვაც.
კუ
15-21 თებერვალი, 27-30 აპრილი, 4-14 ივნისი, 26-31 აგვისტო
თქვენთვის მორალური ფასეულობები - უპირველეს ყოვლისა. აფასებთ სულიერ კომფორტსა და სიმშვიდეს. ადამიანებს იზიდავთ, რადგან სიკეთეს ასხივებთ და პატიება შეგიძლიათ. ძალიან გულუხვი ხართ, მუდამ მზად ხართ დასახმარებლად, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ.
მტრედი
6-14 თებერვალი, 14-21 მაისი, 16-26 ივლისი, 1-14 სექტემბერი, 26-31 სექტემბერი
ნამდვილი ოპტიმისტი ხართ, არაფერს შეუძლია გამოგიყვანოთ მწყობრიდან. გიყვართ ყველაფრის გაკონტროლება, დაგეგმვა. ხშირად გიყვარდებათ და ეს ემოციურს გხდით.
პანტერა
22-28 თებერვალი, 4-14 აპრილი, 28-31 ოქტომბერი
თქვენ ამოსაცნობად ადამიანებს წლები სჭირდებათ. არ ეგებით პროვოკაციებსა და მანიპულაციებზე. ამაში თავდაჭერილობა გეხმარებათ. ცოტათი ხელმომჭირნე ხართ და ჭორაობაც გიყვართ. თუმცა ეს ზომიერების ფარგლებშია და ადამიანებთან ურთიერთობაში არ გიშლით.
მაიმუნი
1-12 მარტი, 1-13 მაისი, 21-24 ივნისი, 1-15 აგვისტო, 1-15 ოქტომბერი, 17-25 დეკემბერი
ძალიან ენერგიული ხართ და ეს სხვებსაც გადაეცემათ. აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, არ გიყვართ ლოდინი, ჩქარ ტემპს ხართ მიჩვეული. თქვენთან ურთიერთობა მარტივია, ნებისმიერი საუბრის აყოლა შეგიძლიათ, თანაც ხუმრობებსაც ჩააქსოვთ.