თეთრი სანთელი - მთვარის ენერგია.
ძლიერი ინტუიცია გაქვთ. ზოგჯერ მოვლენების შედეგებს წინასწარ ჭვრეტთ. ბუნებამ მოგცათ ყველა შესაძლებლობა, რომ მაქსიალურად განვითარდეთ.
იასამნისფერი სანთელი - იუპიტერის ფერია. ცოტა ხანში წარმატებას მიაღწევთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან "სწორი" ადამიანები; ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ. იყავით ყურადღებით მინიშნებისადმი.
წითელი სანთელი - მამაცობისა და ვნების ფერია. მას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც სიყვარულისთვის ან ომისთვის ემზადებიან. უნდა იყოთ მეტად გაბედული და იბრძოლოთ სასურველის მისაღწევად.
ყვითელი სანთელი - მერკურის ფერია, გონებისა და ურთიერთობის პლანეტის. ახალი ცოდნის მიღება გელით. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დგებით. თქვენ წინ ახალი შესაძლებლობები გადაიშლება.
მწვანე სანთელი - გულის ჩაკრაა, გრძნობების ორგანისთანაა დაკავშირებული. მწვანე ბუნების, წარმატების და ნაყოფიერების ფერია. ცოტა ხანში მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ.
ლურჯი სანთელი - ინტუიცია გაქვთ განვითარებული. ვფიქრობთ, რომ სენტიმენტალური ადამიანი ხართ და განწყობის ცვალებადობა გახასიათებთ. თუმცა, გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.
შავი სანთელი - ჯერ საკუთარ თავში, სურვილებში გაერკვიეთ და მერე გარშემო მყოფებში. ჩამოყალიბდით სურვილებში. ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს: "მე უნდა შევჩერდე და დავფიქრდე".