ტესტი

აირჩიეთ ადგილი, სადაც ახლა ისურვებდით ყოფნას და გაიგეთ, რა გაკლიათ ბედნიერებისთვის?

აირჩიეთ ადგილი, სადაც ახლა ისურვებდით ყოფნას და გაიგეთ, რა გაკლიათ ბედნიერებისთვის?
ყოველდღიური საქმეებისა და ვალდებულებების გამო ზოგჯერ საკუთარ თავი გვავიწყდება. შეხედეთ ფოტოებს, წარმოიდგინეთ, სად ისურვებდით ყოფნას და გაიგეთ, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის?

1. სკამი ბაღში
გესაჭიროებათ ურთიერთობა, ლაპარაკი. გადაკრული სიტყვები კი არა, გულითადი საუბრები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობარს. ისაუბრეთ ძველებურად, გაათენეთ ღამე საუბარში.

2. ბილიკი ტყეში

რაღაცის შეცვლა, განახლება გსურთ. კარდინალურად კი არა, მცირე, მაგრამ უკეთესობისკენ. შეიძლება ეს იყოს ჩაცმულობა, ვარცხნილობა. ავეჯი გადააადგილეთ ბინაში. გაიხსენეთ ძველი ჰობი.

3. ყავა და ხედი

გრძნობების განახლება გესაჭიროებათ, რაც ცხოვრებას
მეტად გაგიხალისებთ. ეს შეიძლება იყოს პეინთბოლი, ცხენოსნობა, პარაშუტით ხტომა. სარისკო საქმიანობას კი მოერიდეთ.

4. სახლი მთაში

მშვიდობიანი ცხოვრება გესაჭიროებათ. გაემგზავრეთ იქ, სადაც სიწყნარე და ცოტა ხალხია. დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაგაღვიძებთ, წვიმის ხმაური და ბალახების სუნი კი ბედნიერებას მოგანიჭებთ.

5. ტბა

თავისუფლება გესაჭიროებათ. ქარივით თავისუფალი გინდათ იყოთ იმ რუტინული ვალდებულებებისგან, რომლებიც ყოველდღიურად გაქვთ შესასრულებელი.

6. წყნარი ეზო

გაწონასწორებული ცხოვრება გესაჭიროებათ. ჩამოწერეთ რეჟიმი, სადაც იქნება დილის ვარჯიში, სადილის დრო, სეირნობა ძილის წინ.

7. შუქურა

იმედი, ოცნება გესაჭიროებათ. მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვით. ეს უნდა იყოს რეალური ოცნება, რომელსაც ხვალვე, სირთულის გარეშე განახორციელებთ.

8. ტერასა წყლის პირზე

დასვენება გესაჭიროებათ, სადაც იქნება მზე, ზღვა და არანაირი ვალდებულება. შინ დაბრუნებული კი ენერგიით ავსებული შეუდგებით ყოველდღიური ვალდებულებების მოგვარებას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93