გულახდილად თქვით, კმაყოფილი ხართ თქვენი სიმაღლით? თუ მთელი ცხოვრება ოცნებობდით, უფრო მაღალი ყოფილიყავით?
სტატისტიკის მიხედვით, ქალების 58% უკმაყოფილოა თავისი სიმაღლით და ცდილობენ მის შეცვლას. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რათა სასურველი სანტიმეტრები გაჩუქოთ, მაგრამ მცირე ექსპერიმენტზე რა აზრის ხართ?
გაეცით პასუხი 5 მარტივ კითხვას და ჩვენ გამოვთვლით, რა სიმაღლის ხართ. არავითარი ჯადოქრობა!
როგორ გავიგოთ საკუთარი სიმაღლე
ქალი ხართ თუ მამაკაცი?
1 - მამაკაცი
2 - ქალი
3 - არ გეტყვით
ხშირად გესმით შენიშვნები თქვენს სიმაღლესთან დაკავშირებით?
1 - გამუდმებით
2 - არავინ აქცევს ყურადღებას ჩემს სიმაღლეს
3 - ხანდახან
რას ფიქრობს ხალხი თქვენს ასაკზე?
1 - უფრო მეტი ხნის ვგონივარ
2 - ჩემი გარეგნობა ასაკს შეესაბამება
3 - უფრო ახალგაზრდად მიმიჩნევენ
დედათქვენზე მაღალი ხართ?
1 - დიახ, უფრო მაღალი ვარ
2 - ერთი სიმაღლის ვართ
3 - არა, უფრო დაბალი ვარ
ისურვებდით სიმაღლის შეცვლას?
1 - მოვაკლებდი რამდენიმე სანტიმეტრს
2 - მაწყობს ჩემი სიმაღლე
3 - დიახ, მოვისურვებდი
ახლა კი დაითვალეთ ქულები და იხილეთ შედეგი:
5–8 ქულა
ჩვენი აპლოდისმენტები! ნამდვილი გოლიათი ხართ! თქვენი სიმაღლე 180 სმ-ს აღემატება. გარშემომყოფებს მაღლიდან უყურებთ, როგორც ჟიზელ ბუნდჰენი. ალბათ, მოისურვებდით, რამდენიმე სმ მოიკლოთ, რათა ნაკლებად მიიქციოთ ყურადღება, არა?
9–13 ქულა
გილოცავთ, თქვენი სიმაღლე 165-175 სმ-ის დიაპაზონშია. ასეთზე ნებისმიერი გოგონა ოცნებობს. მამაკაცები კი მეტს ისურვებდნენ, თუმცა, უმეტესობა ოპტიმალურად მიიჩნევს.
14–15 ქულა
164 სმ-ზე დაბალი ხართ და დიდად არ გახარებთ ეს ფაქტი. თუმცა, მადონა (164) და მეგან ფოქსი (163) ამ საკითხზე არ დარდობენ და თავაწეულები ლაშქრავენ მწვერვალებს. ქვემოდან მაღლა უყურებთ ყველას და ზედა თაროდან რაიმეს ასაღებად სკამი გჭირდებათ. მოუხერხებელია, მაგრამ რას იზამ.
მაგრამ დახუჭობანას თამაშისას ალბათ ბადალი არ გყავდათ და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გნომები განძის საძიებლად სიამოვნებით გაგიყოლებდნენ. ამ სიმაღლის გოგონები ქუსლებს ატარებენ, ბიჭები კი ბედს უნდა შეეგუონ. მაგრამ ნუ დაღონდებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან საყვარელი ხართ.