გაქვთ ფართო წარმოსახვის უნარი? იცით ფიზიკის კანონები? და რაც მთავარია - რამდენად დაკვირვებული ხართ? ამ უნარების გასარკვევად ფსიქოლოგები გვთავაზობენ პატარა, მაგრამ საინტერესო ტესტს, რომლის ამოხსნაც რატომღაც ბევრს უჭირს.
დააკვირდით და უპასუხეთ, მოცემულ ნახატ-სქემაზე რომელი კათხა გაივსება პირველად ლუდით?
პრინციპი მარტივია - თქვენ წინაშეა მხოლოდ ერთი ონკანი, რომელიც მიმართულია კათხებისკენ. მილები და კათხებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული.
პასუხს მეორე გვერდზე იხილავთ, მაგრამ მანამდე დაფიქრდით, გამოსცადეთ თქვენი დაკვირვებულობა და სხვა უნარები.
{{ArticleSplitCont}}
პასუხი: პირველად გაივსება მე-6 კათხა!
P.S.: ყურადღებით დააკვირდით მილებს. ზოგიერთი მათგანი დახურულია