ზოგიერთი ქალი ვერც კი ახსნის, რატომ მოსწონს ამა თუ იმ ტიპაჟის მამაკაცი.
აირჩიეთ, ნახატზე გამოსახული ის მამაკაცი, ვისთანაც ურთიერთობას ააწყობდით და ჩვენ გეტყვით რატომ მოგეწონათ ეს ტიპაჟი.
1. ქმარი-მამა
ქალი-გოგონას ტიპაჟი ხართ. გესაჭიროებათ მზრუნველობა და ყურადღება. თუ მამაკაცის ყურადღება მოგაკლდებათ, ჭირვეული და ნერვიული გახდებით. მამა-ქმრის ტიპაჟის მამაკაცი შეგეფერებათ, რომლის გვერდითაც თავს დაცულად იგრძნობთ.
2. მამაკაცი-ბავშვი
დედა-ქალი ხართ. გსურთ, საყვარელი მამაკაცისთვის ყურადღებიანი და მზრუნველი იყოთ. იდეალურ წყვილს შექმნით მამაკაცთან, რომელსაც დომინანტი ქალები მოსწონს და რომელიც ცოტათი დაკომპლექსებულია.
3. დამოუკიდებელი
თავისუფლებისმოყვარე, მიმზიდველი და ამბიციური ხართ. გესაჭიროებათ ასეთივე მამაკაცი, რომელიც თავისუფლებას არ შეგიზღუდავთ. რომელსაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე თანამედროვე შეხედულება აქვს. ამასთანავე, მამაკაცი რომანტიკულიც უნდა იყოს და სასიამოვნო მოსაუბრეც.
4. და-ძმა
თქვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორთან ინტერესების თანხვედრა გაკავშირებდეთ. ცდილობდეთ, ერთად გაატაროთ მეტი დრო. მისთვის არც დროს დაიშურებთ და არც რჩევებს. იმავეს ითხოვთ მისგანაც. იდეალურ ურთიერთობას შექმნით "მამაკაც-ბავშვთან"; თუ დიპლომატიას გამოავლენთ, - "დამოუკიდებელთანაც".
იხილეთ: რომელ მსახიობთან წახვიდოდით პაემანზე? ჩვენ თქვენს ხასიათს ამოვიცნობთ