ტესტი

ქალს როგორი სავარცხელიც აქვს, ისეთივე აქვს ხასიათიც და ურთიერთობაც მამაკაცებთან. როგორი სავარცხელი გაქვთ თქვენ?

ქალს როგორი სავარცხელიც აქვს, ისეთივე აქვს ხასიათიც და ურთიერთობაც მამაკაცებთან. როგორი სავარცხელი გაქვთ თქვენ?
ქალის ხასიათი ყველაფერზე აისახება. თუ გსურთ, ახალგაცნობილი ქალის ხასიათი ამოიცნოთ, დააკვირდით მის სავარცხელს. სავარცხლითვე ამოიცნობთ მის დამოკიდებულებას მამაკაცებისადმი.

1. ნიმფა

ქალურობისა და სინაზის განსახიერება ხართ. მამაკაცებს ერთი შეხედვით ატყვევებთ. გარდერობში ფრიალა კაბები და ყვავილებისპრინტიანი ბლუზები გაქვთ. საოფისე სამსახურის მაგივრად უფრო შემოქმედებითი სამუშაო მოგიხდებათ, ბავშვებთან, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული.

2. დამოუკიდებელი

მკაცრი და პირდაპირია. საკუთარ მოსაზრებას ძალითაც დაიცავს. მამაკაცების გვერდით იბრძვის. ვერ იტანს მოუხერხებელ ფეხსაცმელს. ვერ გაძლებს არაკომფორტულ გარემოში. ვერ ეგუება შეზღუდვებს მამაკაცის მხრიდან.

3. მომხიბვლელი

გულკეთილი და
მიმზიდველია. გულში არ იტოვებს წყენას და არ აგროვებს ნეგატივს. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობს. კარგი დიასახლისი და იდეალური დედაა.

4. მინიმალისტი

იდეალური წესრიგი უნდა ჰქონდეს გარშემო. ფულს ქარს არ გაატანს, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში დახარჯავს. თუმცა მოგზაურობაზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე არაფერს დაიშურებს. გარშემოც არ ჰყავს ზედმეტი ადამიანები. გარდერობში მხოლოდ ხარისხიანი და პრაქტიკული ნივთები აქვს.

5. ავანტიურისტი

თავისუფლების მოყვარე და ამყოლია. უყვარს გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები. იცვლის მეგობრებს, სამოსს. აადგილებს ავეჯს. უამრავი გასართობი აქვს. ხშირად მოგზაურობს, უამრავი გასართობი აქვს და სამსახურსაც მარტივად იცვლის.

6. კონსერვატორი

სტაბილურია. მდიდრული გემოვნება აქვს და შეხედულებებსაც დალაგებულად გადმოსცემს. მცირე ცვლილებები კი მასში სტრესს იწვევს. მდიდრული და ხარისხიანი უნდა ჰქონდეს სამოსიც, ნივთებიც და ავეჯიც. მეგობრები ჰყავს გავლენიანი და წარმატებული.

7. ბიზნესვუმენი

ყველასა და ყველაფერს აკონტროლებს. ძლიერი და მიზანსწრაფულია. ყველამ იცის, რომ მასთან ხუმრობა არ გაუვათ და თავდაჭერილად იქცევიან. სამოსში მკაცრ სტილს ანიჭებს უპირატესობას. პარტნიორისადმი განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს და დაღვინებული უფრო იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
მანანა
ძალიან საინტერესოა და სახალისო
00:58 / 01-02-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31