დააკვირდით ფოტოს და ქვეცნობიერად აირჩიეთ იმ ფორმის ტუჩები, რომელიც თქვენი აზრით, საკოცნელად ყველაზე მიმზიდველია.
1. დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და შეზღუდვას საყვარელი ადამიანის მხრიდანაც კი ვერ აიტანთ. ურთიერთობაში თანასწორობას აღიარებთ. არავის რჩევებს არ ისმენთ და არც სხვის ცხოვრებაში ერევით.
2. მხიარული და კონტაქტური ადამიანი ხართ. მეტ დროს ატარებთ მეგობრების გარემოცვაში. გიყვართ ხმაურიანი წვეულებები. გსურთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად გაგამხიარულებდათ. მოწყენილობა სათქვენო არაა.
3. სინაზე და ერთგულება. ადამიანებში ყველაზე მეტად სამართლიანობას აფასებთ. მხოლოდ გულახდილობისთვის ხართ დასაფასებელი. თქვენი აზრით, იდეალურია ის ურთიერთობა, რომელშიც წყვილი ერთმანეთს არაფერს უმალავს.
4. მოგწონთ, როცა სხვაზე ზრუნავთ, ანებივრებთ. თქვენთვის მიზანშეწონილია მამაკაცი-ბავშვი, რომელსაც ყველა ჭირვეულობას აუსრულებთ. თუმცა, მბრძანებლობაც გიყვართ და სასურველის მისაღწევად, მამაკაცი მოკლე საბმელზე გეყოლებათ გამობმული.
5. გსურთ, გვერდით ძლიერი მამაკაცი გყავდეთ, რომ მასთან თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოთ. უნდა ეტრფოდეთ თქვენს რაინდს, ის კი თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მთებს გადადგამს.
6. დიდ და ბედნიერ ოჯახზე ოცნებობთ. გიყვართ ბავშვები და სამზარეულოში ფუსფუსი. თქვენი იდეალური მამაკაცი კი ყველაფერში უნდა გეხმარებოდეთ. თავად კი მზრუნველი, მოსიყვარულე და ერთგული ცოლი იქნებით.
რუსუდან გელაშვილი