გადახედეთ თქვენი წიგნის თაროს, რომელი ჟანრი ჭარბობს, რომლის მიმართ განიცდით განსაკუთრებულ საყვარულს.
კლასიკა
დარწმუნებულნი ვართ, რომ რამდენჯერმე გაქვთ გადაკითხული ჯონ სტეინბეკი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯეინ ოსტინი... სკოლაში გიყვარდათ კლასგარეშე ნაწარმოებების კითხვა. თქვენთვსი უმჯობესია, გაიცნოთ ერთი ადამიანი სრულყოფილად, ვიდრე ორი და ზედაპირულად.
ფენტეზი
რთულ და უზარმაზარ სამყაროში ამჯობინებთ ცხოვრებას. ბავშვობიდან გიყვარდათ მითოლოგია. ხშირად გადავარდებით ხოლმე ოცნებებში და გიტაცებთ თავგადასავლები. თქვენი სამაგიდო წიგნებია: "ჰარი პოტერი", "ბეჭდების მბრძანებელი". რამდენიმე საუკეთესო მეგობარი გყავთ და იცით ნამდვილი მეგობრობის ფასი.
ისტორიული პროზა
ფაქტებიც გიყვართ და გამოგონილი ამბებიც. გიყვართ ადამიანებზე დაკვირვება, მათი ისტორიების მოსმენა.
საშინელება
სტივენ კინგის ფანი ხართ? საშინელებათა ჟანრი ადრენალინის გამოყოფას იწვევს. იგი ნარკოტიკივით მოქმედებს თქვენზე. მეგობრებისთვისაც გიყვართ საშიში ისტორიების მოყოლა.
მხატვრული ლიტერატურა
ადამიანური ცხოვრების ისტორიები გიტაცებთ. თავადაც მოგწონთ რაღაც ამბების გამოგონება. საკუთარ ცხოვრებასაც კი ისე აკვირდებით, თითქოს ფილმს უყურებდეთ და ელოდებით სიუჟეტების განვითარებას.
მისტიკა/თრილერი
ალბათ, გილიან ფლინის "გაუჩინარებული ქალი" რომ წაიკითხეთ, მთელი კვირა მასზე ფიქრობდით. მოუთმენლად ელოდებით "სამეფო ტახტის თამაშების" მორიგ სეზონს. ცხოვრებას ისე უყურებთ, როგორც გამოცანას.
სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა
მოგწონთ მემუარები და ავტობიოგრაფია. გიყვართ ადამიანების მხიარული თავგადასავლების მოსმენა. გსურთ, ისე იცხოვროთ, რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ.
რომანი
"ქარწაღებულნი", "ნაცრისფერის 50 ელფერი" და მსგავსი წიგნები მოგწონთ? გულიანი ადამიანი ხართ და გსურთ, საყვარელი ადამიანის გული დაიპყროთ. მუდამ პოზიტიურ განწყობაზე ხართ და როცა საინტერესო ადამიანს ხვდებით, თავს რომანის გმირად წარმოიდგენთ ხოლმე.
სამეცნიერო ფანტასტიკა
ფუტურიზმი და გალაქტიკათა შორისი საინტერესო მოვლენები გიტაცებთ. თავში მუდამ გენიალური იდეები გაქვთ, მაგრამ შიშის გამო მათი გარშემო მყოფებისთვის გამხელის გეშინიათ.
თინეიჯერული ლიტერატურა
ცნობისმოყვარე და გულით ახალგაზრდა ბრძანდებით. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. მათთვის თქვენ დამოუკიდებელი და გონიერი ადამიანი ხართ.