ყველას აინტერესებს რა ელის მომავალში, როგორი სიბერე ექნება?
აირჩიეთ ის წყვილი, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე ბედნიერია და წაიკითხეთ განმარტება.
წყვილი A:
თქვენი ბედნიერების ინდექსი 90 პროცენტია
თბილი და სასიამოვნო ადამიანი ხართ. ხალხს მაგნიტივით იზიდავთ. მშვიდი და ბედნიერი სიბერე გელით. თქვენ პატივს გცემენ და მოგივლიან. თუ დღესვე იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, სიბერეში პრობლემები არ გექნებათ.
წყვილი B:
თქვენი ბედნიერების ინდექსი 70 პროცენტია
შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნება ხართ. სიბერეშიც კი ვერ მოისვენებთ საქმის გარეშე. დასვენება კი იშვიათად გაგახსენდებათ.
წყვილი C:
თქვენი ბედნიერების ინდექსი 80 პროცენტია
ბავშვობიდან მეოცნებე იყავით და გწამდათ, რომ ყველა ოცნება აგისრულდებოდათ, მაგრამ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. ბავშვობის ოცნებების უმეტესობა კი დავიწყებას მიეცა. პენსია ის ასაკია, როცა დროა, ბავშვობისა და ახალგაზრდობის სურვილები აისრულოთ.
წყვილი D:
თქვენი ბედნიერების ინდექსი 100 პროცენტია
სიბერეში ყველა საშუალება - ჯანმრთელობა, წარმატება, ფული, მოსიყვარულე შვილები და საყვარელი შვილიშვილები - გექნებათ, რომ ბედნიერად იცხოვროთ. ყოველი დღე სასიამოვნო სიახლეებითა და სიყვარულით იქნება აღსავსე.