გამოსცადეთ საკუთარი თავი.
დააკვირდით ფოტოს და გამოიცანით, ეს მკვლელობაა თუ სუიციდი? თქვენი ვარაუდი კომენტარებში დაასაბუთეთ.
ნუ იჩქარებ პასუხის ნახვას...
პასუხი
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მკვლელობაა. აგიხსნით რატომაც...
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თაროზე დადებული ნივთებია. როგორც ხედავთ, კალამიც, კოლაც და საფერფლეც მარცხენა მხარეს დევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი ცაცია იყო. გვამს იარაღი კი მარჯვენა ხელში უჭირავს, რაც ეჭვს იწვევს.
კალამი მარცხნივ გვეუბნება, რომ წერილი მსხვერპლის დაწერილია, მაგრამ არ ვიცით, ეს სიკვდილის წინ დაწერილი წერილია თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ღამეა, ნათურა გამორთულია. ეს უცნაურია, რადგან ფაქტია, რომ მსხვერპლს ცუდი მხედველობა ჰქონდა (ამას სათვალე ამტკიცებს). შესაძლებელია, ის რაღაცას წერდა, როცა გარეთ დღე იყო. თუ ასეა, ეს წერილი სიკვდილის წინ დაწერილი ვერ იქნება.
სისხლის წვეთები გვეუბნება იმას, რომ თუ მსხვერპლს პისტოლეტი მარჯვენა ხელში ეჭირა, ის მაგიდისგან და კედლისგან ზურგით უნდა მჯდარიყო. ასეთ შემთხვევაში, ტყვია არ უნდა ეგდოს იქ, სადაც ახლა გდია.
ბრძოლის ნიშნები
ცალი შლოპანცი, გადაყირავებული სკამი, სანათის გამოძრობილი კაბელი შესაძლოა ბრძოლის ნიშნები იყოს.
ქალს ხელში ჩაუმწვარი სიგარეტი უჭირავს, რაც ასევე უცნაურია. როგორც წესი, ადამიანი სუიციდის წინ ყველა საქმეს ასრულებენ.
რამდენი დრო დაგჭირდათ ამის მისახვედრად თქვენ?