ეს შეკითხვები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას გვერდიდან შეხედოთ და გადაწყვიტოთ, თუ როგორ მოიქცეთ.
თავდაპირველად ეს ტესტი განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ თქვენი ქმრისთვის გეკითხათ - ბედნიერი ქორწინება აქვს თუ არა? მაგრამ ოჯახი არ არის მხოლოდ ქმარი, ამიტომ ასეთი შეკითხვები ორივე მხარეს უნდა დავუსვათ.
- უკანასკნელად როდის შეხვდით მეგობრებს ცალ-ცალკე? თუ თქვენ მიწებებული ხართ ერთმანეთზე და არ გაქვთ ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტნიორთან, ეს ნიშნავს ავადმყოფურ დამოკიდებულებას.
- შეეცვალა თუ არა ბოლო დროს ჩვევები ერთ-ერთ თქვენგანს? თუ პასუხია - კი, ხომ არ ნიშნავს ეს დაღლილობას, სტრესს და რუტინის შეცვლის მცდელობას?
- როგორ ფიქრობთ, საით მიდის თქვენი ურთიერთობა? გულწრფელი პასუხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უმეტესობას ურჩევნია, თავის თავს დაუსვას ეს შეკითხვა.
- როდესაც ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე, რომელი ზედსართავი სახელით შეამკობდით საკუთარ თავს?
- ბოლოს როდის მოეხვიეთ ერთმანეთს? ეს მნიშვნელოვანი მარკერია, რადგან ჩახუტება ეხმარება ორგანიზმს, გამოიმუშაოს ბედნიერებისა და კმაყოფილების ჰორმონი - ოქსიტოცინი.
- რა გაიძულებთ, იგრძნოთ თავი მნიშვნელოვან ადამიანად ურთიერთობაში? როგორია პარტნიორის მიმართ თქვენი ქცევა და საპასუხო რეაქცია?
- როგორია თქვენი სიყვარულის ენა? იცით თუ არა, რომ თქვენი პარტნიორისთვის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოხატულება იქნება: ერთობლივი სამუშაო, სხეულით კონტაქტი, საჩუქრები ან სიტყვიერი მოფერება? მან იცის, რა იქნება
გაგრძელება