ტესტი

ტესტი: დაწერე X და გაიგე, რას ამბობს შენზე ეს ორი ხაზი

ტესტი: დაწერე X და გაიგე, რას ამბობს შენზე ეს ორი ხაზი
გაიგე რაღაც ახალი შენზე!
აიღეთ ფანქარი და ფურცელზე დაწერეთ X. დააკვირდით ხაზების მიმართულებას და წაიკითხეთ ახსნა.



1. მარჯვენა ქვედა კუთხიდან მარცხენა ზედამდე, მარცხენა ქვედადან - მარჯვენა ზედამდე


გინდა წინ წახვიდე, მაგრამ რატომღაც წარსულთან მჭიდროდ ხარ დაკავშირებული.

2. მარცხენა ქვედა კუთხიდან მარჯვენა ზედამდე, მარჯვენა ქვედადან - მარცხენა ზედამდე

ცდილობ დაივიწყო წარსულის გაკვეთილები და ბევრს ფიქრობ მომავალზე, მაგრამ წარსული შენს საქციელებზე მაინც ახდენს გავლენას.

3. მარჯვენა ზედა კუთხიდან მარცხენა ქვედამდე, მარჯვენა ქვედადან - მარცხენა ზედამდე


შენში ძლიერი მეამბოხე
სულია. ზოგჯერ ადამიანებს უმიზეზოდ ეჩხუბები.

4. მარჯვენა ქვედა კუთხიდან მარცხენა ზედამდე, მარჯვენა ზედადან მარცხენა ქვედამდე

აქ „სწორად“ მარტო მეორე ხაზია დაწერილი. ეს ნიშნავს, რომ შენ ცდილობ იფიქრო მომავალზე, მაგრამ რაღაც უკან გექაჩება. წარმოიდგინე, რომ მანქანას ატარებ და უკანა სარკეში იყურები მხოლოდ.

5. მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენა ქვედამდე, მარცხენა ქვედადან - მარჯვენა ზედამდე

„სწორად“ წერია პირველი ხაზი, მეორე - უკუღმა. შენ შეგიძლია ჩათვალო საკუთარი თავი ინდივიდუალურ პერსონად და იცხოვრო საკუთარი წესებით.

6. მარცხენა ქვედა კუთხიდან მარჯვენა ზედამდე, მარცხენა ზედადან - მარჯვენა ქვედამდე

შენ არასწორი კუთხიდან იწყებ და არასწორი რიგითობით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია იყო ლიდერი და ხალხი გამოგყვება.

7. მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენა ქვედამდე, მარჯვენა ზედადან - მარცხენა ქვედამდე


ეს ვარიანტი ყველაზე სწორია. შენ ცდილობ არ გამოხვიდე ნორმის ჩარჩოებიდან, გიყვარს ყველაფერში წესრიგი და ბალანსი.

8. მარჯვენა ზედა კუთხიდან მარცხენა ქვედამდე, მარცხენა ზედადან - მარჯვენა ქვედამდე


შენ მეოცნებე ხარ, გიყვარს არასტანდარტული ვარიანტების პოვნა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნუკი
7- სწორი შეფასებაა
15:04 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი