სინამდვილეში, აწმყოში ჩვენი ქმედებები არის იმის წინაპირობა, თუ რა გველოდება სიბერეში.
მოცემული 4 წყვილიდან ამოირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ და გაიგეთ, როგორი იქნება თქვენი სიბერე.
A. თქვენ გელოდებათ ბედნიერი სიბერე!
- საკმაოდ რბილი ადამიანი ხართ და თქვენი ხასიათი ბევრს იზიდავს. თქვენი ოქროს წლები სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში ჩაივლის. თქვენ მიერ აღზრდილი შვილები და შვილიშვილები სიხარულით იზრუნებენ თქვენზე. არ დაგავიწყდეთ პირველ ადგილზე საკუთარი ჯანმრთელობის დაყენება და ყველაფერი მშვენივრად იქნება.
B. აქტიური მოხუცი იქნებით!
- თქვენში გამორჩეულად დიდია პასუხისმგებლობის გრძნობა, სამსახურშიც მარტივად შეიძლება თქვენზე დაყრდნობა. საკმაოდ შრომისმოყვარე ხართ და უპირატესობას ანიჭებთ საქმეებით დატვირთვას. ეს აქტიური ცხოვრების წესი კი ნამდვილად არც პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგტოვებთ.
C. სიბერეში ბავშვობის ოცნებას აიხდენთ!
- ბავშვობიდან მოყოლებული, რომანტიკული მეოცნებე იყავით. თუმცა ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება და სირთულე გაქვთ გამოვლილი. ამიტომ დაგავიწყდათ ბევრი ბავშვური ოცნება. კარგი ამბავი კი ის არის, რომ სიბერეში საკმაოდ ბევრი დრო გექნებათ ბავშვობის ოცნებების ასახდენად.
D. ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე გექნებათ!
- როდესაც პენსიაზე გახვალთ, გექნებათ ცხოვრებაში ყველაფერი: წარმატება, ჯანმრთელობა, ლამაზი აღნაგობა, შვილებისა და შვილიშვილებისადმი სიყვარული. თქვენი სიბერის წლები სავსე იქნება ბედნიერებითა და სიხარულით. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ წყნარი, მარტოხელა სიბერე თქვენ ნამდვილად არ გემუქრებათ.