ყველა ჩვენგანს აქვს სანუკვარი ოცნება ან უბრალოდ მიზანი,
რომლის ასრულებისთვისაც ზოგიერთი ძალებს არ ზოგავს, ზოგი კი უბრალოდ შესაფერის მომენტს ელოდება.
„მარაოს“ ამ ტესტში ვარდის ამორჩევის მეშვეობით გაიგებთ, რამდენად სწრაფად აგიხდებათ სურვილი, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ დიდი ხანია.
თქვენი სურვილი ძალიან მალე ახდება, უბრალოდ ცოტა მეტი ძალისხმევა მიაშველეთ
- საკმაოდ ემოციური პიროვნება ხართ, რომლის სულიც სუფთაა, ბავშვის მსგავსად. ამიტომ ძალიან მალე გწყინთ რაღაცები, თუმცა მალევე ივიწყებთ. არ გიყვართ სხვებისთვის საკუთარი საიდუმლოებების განდობა და თქვენი ნდობის მოპოვებაც საკმაოდ რთულია. სწორ გზაზე ხართ. ცოტა მეტი ძალისხმევა დაურთეთ და თქვენი ოცნებები იმაზე უფრო მალე ახდება, ვიდრე ელით.
სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, ოღონდ არა ისე, როგორც თქვენ გინდათ
- ბედნიერებისთვის ნებისმიერ გამოწვევაზე ხართ წამსვლელი. თქვენ არ გახასიათებთ შემთხვევითი ქმედებები და გიყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა, თუკი ის მაინც ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. თქვენს შემთხვევაში მიზანი - ოცნებაა, რომელიც აგიხდებათ, თუმცა საკმაოდ უჩვეულო მეთოდით.
თქვენი სურვილი ახდება, თუმცა არც ისე მალე. იქონიეთ მოთმინება
- თქვენ არ გიყვართ ლოდინი და ნებისმიერ პრობლემის გადაწყვეტას სწრაფად, უმალვე ცდილობთ. ამასთანავე, ხართ ოპტიმისტი, რომელიც ნებისმიერ მომენტში პოზიტივს ხედავს, გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, თუმცა მოგიწევთ ლოდინი. ოცნება აუცილებლად აგიხდებათ, მაგრამ არც ისე მალე...
სურვილის ახდენა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული
- თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება სხვებისგან. გაქვთ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც თუ განავითარეთ, სარგებლის მომტანი იქნება. გიყვართ ნებისმიერი სიტუაციის მართვა. ამიტომ თუკი სწორად შეძლებთ წარმართოთ სამოქმედო გეგმა, ოცნებას აუცილებლად აიხდენთ.
თქვენი ოცნება სულ მალე აქტუალობას დაკარგავს. ამიტომ ჩაიფიქრეთ სხვა
- თუკი ბოლო პერიოდში თქვენი ცხოვრება მდორედ მიედინებოდა, სულ მალე ყველაფერი თავდაყირა დადგება. თქვენ არჩევანის წინაშე მოგიწევთ დადგომა, ვინაიდან წინ ბევრი პერსპექტივა გამოგიჩნდებათ. ამიტომ თქვენი ოცნება უკვე უსარგებლო მნიშვნელობის იქნება.