ტესტი

ტესტი თავსებადობაზე, ძილის პოზების მიხედვით

ტესტი თავსებადობაზე, ძილის პოზების მიხედვით
გაიხსენეთ, როგორ პოზაში გძინავთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად და მოცემული სურათებიდან აირჩიეთ მსგავსი, ჩვენ კი შევეცდებით, გამოვიცნოთ თქვენი წყვილის თავსებადობა.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, რომელიც მარტივად მისაღწევი არ იყო. შეიძლება ითქვას, წარუმატებელი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ორივე პარტნიორი ფიქრობდა, რომ ბედნიერება აღარ მივიდოდა მათთან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იპოვეთ ერთმანეთი და ბედნიერები ხართ, ორივეს ერთმანეთის დაკარგვის შიში შემოგრჩათ, რომელიც უნდა მალე დაძლიოთ.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • ასეთ პოზას პარტნიორები იღებენ სპონტანურად. მათი სახეები სხვადასხვა მხარესაა მიმართული, თუმცა მათ შორის ძლიერი კავშირია. ასე იძინებენ
    ადამიანები განსხვავებული ტემპერამენტითა და გატაცებებით, სადაც რომელიმე მათგანი უფრო მაღალია. ასეთი წყვილებიდან ბიჭებს განმარტოება უყვართ, ხოლო გოგონებს ძირითადად დიდ კომპანიაში დროის გატარება, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის ცუდი.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • წყვილი, რომელსაც ასეთ პოზაში სძინავს, შეყვარებულია. თუმცა სამყაროზე მათი შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება. ამიტომ არ ღირს გადაჭრით მათ სამომავლო ურთიერთობებზე საუბარი. თუკი უკვე დაოჯახებულ წყვილს სძინავს ასეთ პოზაში, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ თავს იცავენ გარე სამყაროსგან.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • პარტნიორებს, რომლებიც უპირატესობას ასე ძილს ანიჭებენ, საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, თუმცა ეს დიდი შრომის ფასად დაუჯდათ. თითოეული იტოვებს თავისუფალ სივრცეს, მაგრამ მეორე ნახევრის გრძნობებსაც ითვალისწინებს. სიყვარულის შესანარჩუნებლად ბევრი რამის პატიება შეუძლიათ ერთმანეთისთვის.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • ეს კავშირი ვნებაზეა დამყარებული. პარტნიორებს საერთო მიზნები და ოცნებები (თავის ერთ მხარეზე გადატრიალება), საკმაოდ კარგი ურთიერთგაგება აქვთ ინტელექტუალური კუთხით. კავშირი არა მარტო ბედნიერების მომტანი იქნება სიყვარულში, არამედ - წარმატებულიც ნებისმიერ საქმიან წამოწყებაში.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • თუკი ასე გძინავთ, დიდი ალბათობით, ეს ხშირი კამათების შედეგია, რომელიც დღის განმავლობაში გაქვთ ან ერთმანეთის გაუგებრობით არის გამოწვეული. ორივე პარტნიორი ყინულის ორი ნატეხის მსგავსია, რომლის გალღობაც მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • ასე სძინავთ ძლიერი კავშირის მქონე წყვილებს, თუმცა დიდ დროს ატარებენ ცალ-ცალკე. მათ შეუძლიათ მთელი დღე და ღამე დაუთმონ მუშაობას. თუმცა იღებენ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც არიან.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • როგორც წესი, საერთო ტემპერამენტის მქონე წყვილის საყვარელი ძილის პოზა სწორედ ასეთია. მათ შორის მსგავსება ვიზუალურადაც შეინიშნება.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • ასეთი წყვილები დამოუკიდებლობის მიღწევის იდეებით არიან აღსავსენი. ეშინიათ სიახლოვის, თუმცა სჭირდებათ ერთმანეთის მხარდაჭერა შიშების დასაძლევად. ასეთი წყვილები გაურბიან ერთმანეთთან მიჯაჭვულობას.
Image result for ТЕСТ: СОВМЕСТИМОСТЬ ПО ПОЗЕ ВО ВРЕМЯ СНА
  • ასეთი ძილის პოზა ნიშნავს იმას, რომ მზად ხართ ერთობლივი ცხოვრებისა და ერთმანეთის ნერვების მოფრთხილებისთვის. თითოეული მათგანი თავისი სიმართლით არის სავსე. ორივე მზად არის, მიიღოს ერთმანეთის ნაკლოვანებები და იცხოვროს მასთან ერთად.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93