გაიხსენეთ, როგორ პოზაში გძინავთ
თქვენს მეორე ნახევართან ერთად და მოცემული სურათებიდან აირჩიეთ მსგავსი, ჩვენ კი შევეცდებით, გამოვიცნოთ თქვენი წყვილის თავსებადობა.
- სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, რომელიც მარტივად მისაღწევი არ იყო. შეიძლება ითქვას, წარუმატებელი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ორივე პარტნიორი ფიქრობდა, რომ ბედნიერება აღარ მივიდოდა მათთან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იპოვეთ ერთმანეთი და ბედნიერები ხართ, ორივეს ერთმანეთის დაკარგვის შიში შემოგრჩათ, რომელიც უნდა მალე დაძლიოთ.
- ასეთ პოზას პარტნიორები იღებენ სპონტანურად. მათი სახეები სხვადასხვა მხარესაა მიმართული, თუმცა მათ შორის ძლიერი კავშირია. ასე იძინებენ ადამიანები განსხვავებული ტემპერამენტითა და გატაცებებით, სადაც რომელიმე მათგანი უფრო მაღალია. ასეთი წყვილებიდან ბიჭებს განმარტოება უყვართ, ხოლო გოგონებს ძირითადად დიდ კომპანიაში დროის გატარება, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის ცუდი.
- წყვილი, რომელსაც ასეთ პოზაში სძინავს, შეყვარებულია. თუმცა სამყაროზე მათი შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება. ამიტომ არ ღირს გადაჭრით მათ სამომავლო ურთიერთობებზე საუბარი. თუკი უკვე დაოჯახებულ წყვილს სძინავს ასეთ პოზაში, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ თავს იცავენ გარე სამყაროსგან.
- პარტნიორებს, რომლებიც უპირატესობას ასე ძილს ანიჭებენ, საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, თუმცა ეს დიდი შრომის ფასად დაუჯდათ. თითოეული იტოვებს თავისუფალ სივრცეს, მაგრამ მეორე ნახევრის გრძნობებსაც ითვალისწინებს. სიყვარულის შესანარჩუნებლად ბევრი რამის პატიება შეუძლიათ ერთმანეთისთვის.
- ეს კავშირი ვნებაზეა დამყარებული. პარტნიორებს საერთო მიზნები და ოცნებები (თავის ერთ მხარეზე გადატრიალება), საკმაოდ კარგი ურთიერთგაგება აქვთ ინტელექტუალური კუთხით. კავშირი არა მარტო ბედნიერების მომტანი იქნება სიყვარულში, არამედ - წარმატებულიც ნებისმიერ საქმიან წამოწყებაში.
- თუკი ასე გძინავთ, დიდი ალბათობით, ეს ხშირი კამათების შედეგია, რომელიც დღის განმავლობაში გაქვთ ან ერთმანეთის გაუგებრობით არის გამოწვეული. ორივე პარტნიორი ყინულის ორი ნატეხის მსგავსია, რომლის გალღობაც მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
- ასე სძინავთ ძლიერი კავშირის მქონე წყვილებს, თუმცა დიდ დროს ატარებენ ცალ-ცალკე. მათ შეუძლიათ მთელი დღე და ღამე დაუთმონ მუშაობას. თუმცა იღებენ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც არიან.
- როგორც წესი, საერთო ტემპერამენტის მქონე წყვილის საყვარელი ძილის პოზა სწორედ ასეთია. მათ შორის მსგავსება ვიზუალურადაც შეინიშნება.
- ასეთი წყვილები დამოუკიდებლობის მიღწევის იდეებით არიან აღსავსენი. ეშინიათ სიახლოვის, თუმცა სჭირდებათ ერთმანეთის მხარდაჭერა შიშების დასაძლევად. ასეთი წყვილები გაურბიან ერთმანეთთან მიჯაჭვულობას.
- ასეთი ძილის პოზა ნიშნავს იმას, რომ მზად ხართ ერთობლივი ცხოვრებისა და ერთმანეთის ნერვების მოფრთხილებისთვის. თითოეული მათგანი თავისი სიმართლით არის სავსე. ორივე მზად არის, მიიღოს ერთმანეთის ნაკლოვანებები და იცხოვროს მასთან ერთად.