ბრძნული იგავი: რაშია ჩვენი პრობლემების მიზეზი? - Marao

ბრძნული იგავი: რაშია ჩვენი პრობლემების მიზეზი?

2019-06-19 11:54:12+04:00

გაკვეთილის დაწყებამდე პროფესორმა ხელში ჭიქა აიღო, რომელშიც მცირე რაოდენობით წყალი ესხა.
მას ჭიქა იქამდე ეჭირა, სანამ ყველა სტუდენტმა არ მიაქცია ყურადღება.

შემდეგ იკითხა:

— თქვენი აზრით, რამდენს იწონის ეს ჭიქა?

— 50 გრამს!

— 100 გრამს!

— 125 გრამს! — პასუხობდნენ სტუდენტები.

— მეც არ ვიცი, — განაგრძო პროფესორმა, — ეს რომ გავიგოთ, ჭიქა უნდა ავწონოთ, მაგრამ კითხვა სხვა რამეშია: რა მოხდება, თუ ჭიქა ასე რამდენიმე წუთის განმავლობაში მეჭირება?

— არაფერი, — უპასუხეს სტუდენტებმა.

— კარგი. და თუ მას ერთი საათის განმავლობაში დავიჭერ? — ისევ იკითხა პროფესორმა.

— ხელი გეტკინებათ, — უპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

— კარგი. და თუ მთელი დღე მეჭირება?

— ხელი დაგიბუჟდებათ. კუნთებში ძლიერ დაძაბულობას იგრძნობთ. შეიძლება ხელის პარალიზებაც დაგემართოთ, საავადმყოფოში მოგიწევთ წასვლა. — თქვა სტუდენტმა, აუდიტორიის სიცილის ფონზე.

— ძალიან კარგი, — განაგრძო პროფესორმა, — შეიცვლება თუ არა ჭიქის წონა მთელი ამ დროის მანძილზე?

— არა, — იყო პასუხი.

— მაშინ საიდან გაჩნდა დაძაბულობა და ტკივილი კუნთებში?

სტუდენტები გაკვირვებული უყურებდნენ მას.

— რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილისგან გავთავისუფლდე? — იკითხა პროფესორმა.

— გაუშვათ ხელი ჭიქას, — იყო პასუხი.

— აი, — წამოიძახა პროფესორმა. — სწორედ ასეა ცხოვრებისეულ წარუმატებლობებთან და პრობლემებთან მიმართებაშიც!

  • თუ მათ თავში რამდენიმე წუთის მანძილზე გააჩერებთ — ეს ნორმალურია.
  • დიდხანს იფიქრებთ მათზე — ტკივილს განიცდით.
  • ხოლო თუ ძალიან დიდხანს განაგრძობთ მათზე ფიქრს, ის თქვენს პარალიზებას მოახდენს და სხვა ვეღარაფრის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.

წყარო: econet.ru