გაკვეთილის დაწყებამდე პროფესორმა ხელში ჭიქა აიღო, რომელშიც მცირე რაოდენობით წყალი ესხა.
მას ჭიქა იქამდე ეჭირა, სანამ ყველა სტუდენტმა არ მიაქცია ყურადღება.
შემდეგ იკითხა:
— თქვენი აზრით, რამდენს იწონის ეს ჭიქა?
— 50 გრამს!
— 100 გრამს!
— 125 გრამს! — პასუხობდნენ სტუდენტები.
— მეც არ ვიცი, — განაგრძო პროფესორმა, — ეს რომ გავიგოთ, ჭიქა უნდა ავწონოთ, მაგრამ კითხვა სხვა რამეშია: რა მოხდება, თუ ჭიქა ასე რამდენიმე წუთის განმავლობაში მეჭირება?
— არაფერი, — უპასუხეს სტუდენტებმა.
— კარგი. და თუ მას ერთი საათის განმავლობაში დავიჭერ? — ისევ იკითხა პროფესორმა.
— ხელი გეტკინებათ, — უპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
— კარგი. და თუ მთელი დღე მეჭირება?
— ხელი დაგიბუჟდებათ. კუნთებში ძლიერ დაძაბულობას იგრძნობთ. შეიძლება ხელის პარალიზებაც დაგემართოთ, საავადმყოფოში მოგიწევთ წასვლა. — თქვა სტუდენტმა, აუდიტორიის სიცილის ფონზე.
— ძალიან კარგი, — განაგრძო პროფესორმა, — შეიცვლება თუ არა ჭიქის წონა მთელი ამ დროის მანძილზე?
— არა, — იყო პასუხი.
— მაშინ საიდან გაჩნდა დაძაბულობა და ტკივილი კუნთებში?
სტუდენტები გაკვირვებული უყურებდნენ მას.
— რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილისგან გავთავისუფლდე? — იკითხა პროფესორმა.
— გაუშვათ ხელი ჭიქას, — იყო პასუხი.
— აი, — წამოიძახა პროფესორმა. — სწორედ ასეა ცხოვრებისეულ წარუმატებლობებთან და პრობლემებთან მიმართებაშიც!
- თუ მათ თავში რამდენიმე წუთის მანძილზე გააჩერებთ — ეს ნორმალურია.
- დიდხანს იფიქრებთ მათზე — ტკივილს განიცდით.
- ხოლო თუ ძალიან დიდხანს განაგრძობთ მათზე ფიქრს, ის თქვენს პარალიზებას მოახდენს და სხვა ვეღარაფრის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.
წყარო: econet.ru