სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფში ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რომ გაჭირვებულებს დაეხმარონ, მაგრამ ამბობენ, რომ არიან ისეთებიც, ვინც ტყუილად, აფერისტობით სცინცლავენ ხალხს ფულს. დააკვირდით ნახატს და თქვით, რომელი პერსონაჟი არ იმსახურებს დახმარებას?
უსახლკაროები
დავეხმაროთ თუ არა უსახლკაროებს? თუ გულწრფელად გსურთ მათი დახმარება, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი სულაც არ არიან უსახლკაროები, მათ ჰყავთ ნათესავები, აქვთ ბინა და მათხოვრობა შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.
როგორც წესი, ასეთი ადამიანები მოწყალებას მოწყენილი სახეებით არ ითხოვენ. საჭმელს ან მართლაც საჭირო ნივთების სანაცვლოდ ფული უნდათ. მართლა ვისაც უჭირს, ის სხვა ხერხებს მიმართავს: მოხუცი ბებია მწვანილს ან ყვავილებს ყიდის, ბაბუას ძველი წიგნები გამოაქვს სახლიდან, ბავშვები თეთრების გამო ფანჯრებს, მანქანებს ასუფთავებენ.
რა თქმა უნდა, გაჭირვებულების დახმარება გულმოწყალება და გონივრული საქციელი უნდა იყოს. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უსახლკაროებს ფეხზე წამოდგომაში ეხმარებიან.
უნდა ვთქვათ, რომ შეჩვეული ქუჩის ცხოვრების გამო ადამიანებს აღარ სურთ მუშაობა და ფულის მიღება ადვილი გზით უნდათ. უმეტესობას კი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური დახმარება უფრო სჭირდება, ვიდრე ფული.
პასუხი
მამაკაცი №3 - აი, ვინ ცდილობს მოტყუებით ფულის მიღებას. დააკვირდით და დაფიქრდით: რაში სჭირდება მას ფეხსაცმელი, თუ ფეხები არა აქვს?ყურადღება არასდროსაა ზედმეტი. გაჭირვებულების დახმარება შეიძლება საშიშიც კი გახდეს. თქვენ ხომ არ იცით, სინამდვილეში რას ხმარდება მოგროვებული ფული?