ტესტი

გათვლა ფერზე: 5 მოდური და პრაქტიკული ფერთა გამა ნოემბრისთვის

გათვლა ფერზე: 5 მოდური და პრაქტიკული ფერთა გამა ნოემბრისთვის
სტილისტებმა და მოდის ექსპერტებმა უკვე გამოაქვეყნეს იმ 5 ფერთა გამის სია, თუ როგორ გამოვიყურებოდეთ მოახლოებული სუსხის დროსაც მოდურად და ელეგანტურად.

მწვანე ქვეზალი

  • Quetzal Green - ფერი მომდინარეობს ტროპიკული ჩიტიდან, რომელიც მექსიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მწვანე ფერით არის შემოსილი. მისი სიმბოლიკა თავისუფლებასთან ასოცირდება. ელეგანტური შეფერილობა ამ მწვანე ფერის, ძალიან უხდება კლასიკურ სილუეტებს, კარგად მეგობრობს მინიმალიზმთან და ქალურ ფორმებთან. ცივი წყლის ფერი მომგებიანად ავსებს მკაცრ ფორმებს და ფუტურისტულ ფაქტურას, როგორიცაა მოცულობითი ჯემპრები გრძელი მკლავებით მანტოსთან ერთად.

მკვეთრი ყავისფერი

  • მიმდინარე
    პერიოდის ჰიტი ნამდვილად ყავისფერის ამ შეფერილობას ეკუთვნის. ფერის ხასიათი გამომდინარეობს ტანსაცმლისგან, რომელსაც შეარჩევთ. ეს ყავისფერი მსუბუქად ინარჩუნებს სხვადასხვა განწყობას. თბილი, სადა ყავისფერი სწორედ Meerkat-ია, რომელიც ყოველდღიურ სტილს იდეალურად ავსებს.

სარაგოსის ზღვა

  • Sargasso Sea - ფერი, რომელიც წყლის უსასრულობას და ჰორიზონტს მოგაგონებთ - ძალიან ახლოს არის კლასიკურ ელეგანტურ ცისფერთან. ის მუქი და „მძიმე“ შეფერილობის არის. მის ფონზე კარგად გამოიყურება მეტალის ნივთები - როგორც თბილი, ასევე ცივი შეფერილობით და აუცილებელია მკვეთრი აქსესუარები.

ტოფუ

  • მოდურ თეთრ შეფერილობაში ყოველთვის არსებობს თბილი რძისფერი. თავის მხრივ, ფერი საკმაოდ ნეიტრალურია. დიზაინერები, მიუხედავად თეთრის „ტოტალ-ლუქად“ ტარებისა, ყურადღების გამახვილებას აქსესუარებზე გვირჩევენ. ზოგჯერ განწყობის შესაქმნელად უბრალოდ საკმარისია, თეთრს ყვითელი მეტალი დაუმატოთ, ხოლო ქალურობის შემატება თქვენს ლუქში შეუძლია ყავისფერს და ჩალისფერს.

გულუხვი ყაყაჩო

  • წითელი რჩება აქტუალური ფერების სიაში თავისი მკვეთრი ექსპრესიული შეფერილობით Valiant Poppy. ფერი საკმაოდ ძლიერ და მდგრადი ხასიათის ადამიანებს უხდება. ერწყმის ელეგანტურ მონოქრომულ ნივთებს. აქტუალურ შეფერილობაში ღვინისფერი წითელიც მოიაზრება. Pantone მას წითელ მსხალს უწოდებს. სურათზე კი ის ჩექმაზეა წარმოდგენილი.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93