შენში ვნების ალი ანთია და შენი ინსტინქტები საკვებს საჭიროებს. ისევ და ისევ თავგადასავლები გინდა. გინდა იცხოვრო ისე, როგორც მოგწონს და იყო სპონტანური შენს მოქმედებაში. შენმა ლიბიდომ გაიღვიძა და ახლა დარწმუნებული ხარ საკუთარ მიზნებში. იცი, რა გინდა მომავალში და გინდა წარსულის გაშვება, რომელიც არ გასვენებს. განკურნების გასაღები - პატიებაშია. მაგრამ ცეცხლს შეუძლია მისცეს სიცოცხლე ან ადამიანი სასიკვდილო მახეში შეიყვანოს. ამიტომ, დარწმუნდი, რომ შენს გაღვიძებულ ინსტინქტებს კეთილად გამოიყენებ. მიეცი ნება ცეცხლს, გაგინათოს გზა.
2. მე ვარ საიდუმლო
წარსულში შენ ცოდნის ძიებაზე დიდი ძალისხმევა დახარჯე. ამ გზაზე ბევრი მსხვერპლიც გაიღე, რომ გამხდარიყავი ის, ვინც ხარ. შესაძლოა შენ რაღაც ფასეული დაკარგე და ის, შენ - ბრძენი და ძლიერი! შეიძლება ამას ჯერ ვერ აცნობიერებ, მაგრამ ახლა შენ ბევრად ძლიერი ხარ, ვიდრე ადრე იყავი. ეს შეგიძლია გამოიყენო მიზნების მისაღწევად. დაისახე მიზნები და მართე მომავალი! დრო დადგა, განვითარდე და აჩვენო სამყაროს, რა შეგიძლია!
3. მე ვარ ბუნება
შენი სასიცოცხლო ენერგია ბუნების ნაწილია. ახლა ეს უკეთესად გესმის, ვიდრე ადრე. შენ ბუნების სულები გაძლევენ მიმართულებას და იცი, რომ მათი ენერგიის გამოყენებით, საოცრებების მოხდენა შეგიძლია. ამ სასწაულებს გარშემომყოფების ცხოვრების შეცვლაც შეუძლია. ამიტომ, ადამიანებს იზიდავ, განკურნების მიზნით...
4. მე ვარ ეფემერული სული
შენ ხშირად ფიქრობ იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა შენი ცხოვრება, სხვა არჩევანი რომ გაგეკეთებინა. ზოგჯერ ძალიან მკაცრი ხარ საკუთარი თავის მიმართ. შენ იდეალისტი ხარ, მაგრამ ცხოვრება - ცხოვრებაა, თავს მარტოსულად გრძნობ. ისწავლე საკუთარი თავის ნდობა! რა თქმა უნდა, შენც უშვებ შეცდომებს და ზოგჯერ ისინი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვინ არ უშვებს შეცდომებს? იდეალურები რომ ვყოფილიყავით, აქ არ დავიბადებოდით.
5. მე ვარ გამოცანა
დიდი ნაწილი ინფორმაციისა, რომელსაც ადამიანები შენგან ღებულობენ, შენი იდეალური მანიპულაციის უნარის შედეგია. ზუსტად იცი, რა უნდა მოჰყვე და რა დამალო. შეიძლება ასე იმიტომ იქცევი, რომ ადრე გიღალატეს. შენ კი შენ გარშემო მყარი კედელი აღმართე - ეს დამცავი მექანიზმია! გაუღე გული სიყვარულს და მიეცი უფლება ძველ ჭრილობებს შეხორცების.
6. მე ვარ სული, რომელსაც შეუძლია მოხიბვლა
შენი იდუმალებით გარშემომყოფებს იზიდავ! შენი აურა იდუმალებას და სიბრძნეს ასხივებს. იმდენად ძლიერი ენერგია გაქვს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში ხვდები. შეეგუე იმას, რომ განსაკუთრებული ხარ და უზარმაზარი პოტენციალი გაგაჩნია.
7. მე ვარ ღამის გუშაგი
შენ შენიღბვის ოსტატი და ცოდნის მცველი ხარ. მოგწონს თვალყურის დევნება, თუ როგორ იქცევიან ადამიანები ამა თუ იმ სიტუაციაში. იცი, როგორ „ითამაშო“ ურთიერთობებში. გიყვარს მახეების დაგება და ლოდინი, როდის გაებმება შიგნით ვიღაც...