ტიბეტური პერსონალური ტესტი, რომელიც თქვენს პიროვნულ თვისებებს გამოავლენს - Marao

ტიბეტური პერსონალური ტესტი, რომელიც თქვენს პიროვნულ თვისებებს გამოავლენს

2019-11-19 12:52:45+04:00


უპასუხეთ გულახდილად მოცემულ 3 შეკითხვას.

ტესტის გავლისას პასუხების ჩასანიშნად დაგჭირდებათ კალამი და ფურცელი. გახსოვდეთ, ყველაზე კარგი ის პასუხია, რომელიც პირველად მოგივიდათ თავში.

Image result for Тибетский персональный тест. Уделите немного времени и Вы будете удивлены результатами!

1. დააწყვეთ ცხოველები იმ თანმიმდევრობით, თუ რომელი მოგწონთ უფრო მეტად

  • ძროხა
  • ვეფხვი
  • ცხვარი
  • ცხენი
  • გოჭი

2. მიუწერეთ გვერდით ერთი სიტყვით, რა ასოციაციაც გიჩნდებათ მოცემულ ჩამონათვალზე

  • ძაღლი
  • კატა
  • თაგვი
  • ყავა
  • ზღვა

3. დაფიქრდით იმ 5 ადამიანზე, რომელიც გიყვართ და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. შეეცადეთ, მათ წარმოდგენაზე რომელიმე ფერი შეუსაბამოთ. არ გაიმეოროთ ერთი და იგივე ფერი სხვადასხვა ადამიანზე

  • ყვითელი
  • ნარინჯისფერი
  • წითელი
  • თეთრი
  • მწვანე
Image result for Тибетский персональный тест.

ახლა კი ვნახოთ პასუხები:

1. ამ პუნქტში თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტებია განლაგებული.

  • ძროხა კარიერის სიმბოლოა,
  • ვეფხვი - საკუთარი რწმენის და ღირებულებების,
  • ცხვარი სიყვარულს განასახიერებს,
  • ხოლო ცხენი - ოჯახს,
  • გოჭი კი ფულის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი.

2. თქვენი აღწერილობით ძაღლი თქვენს პიროვნებას უსვამს ხაზს,

  • კატის აღწერაში თქვენი პარტნიორი იგულისხმება,
  • თაგვის დახასიათებისას თქვენი მტრები არიან ნაგულისხმები,
  • ყავა წარმოაჩენს თქვენს დამოკიდებულებას სექსისადმი,
  • ხოლო ზღვა - თქვენს ცხოვრებას.

3. ყვითელი - ადამიანი, რომელსაც არასდროს დაივიწყებთ,

  • ნარინჯისფერი - ადამიანი, რომელსაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევთ,
  • წითელი - ადამიანი, რომელიც ყველაზე გულწრფელად გიყვართ,
  • თეთრი - თქვენი სულიერი მეგობარი,
  • მწვანე - ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ.
Image result for Тибетский персональный тест.

წყარო