ტესტი

წინასაახალწლო ტესტი: რა გელოდებათ ახალ 2020 წელს? მოემზადეთ ჯადოსნური დღესასწაულისთვის

წინასაახალწლო ტესტი: რა გელოდებათ ახალ 2020 წელს? მოემზადეთ ჯადოსნური დღესასწაულისთვის
როგორც უკვე იცი, 2020 წლის მმართველი ვირთხა იქნება. აირჩიე სურათზე გამოსახული თაგუნიებიდან შენთვის ყველაზე სიმპათიური და გაიგე, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან, რა მოხდება მომავალ წელს და როგორ უნდა მოიქცე.

1. მორიდებული კონკია

თუ ეს მწვანესვიტერიანი თაგუნია მოგეწონა, იცოდე, წყნარ მორევში ეშმაკუნები ბინადრობენ. შენ მუდამ გსურს რაღაც ახალი, მომართული ხარ შედეგზე და მუდამ მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობ. 2020 წელსაც ასე გააგრძელე და წლის მმართველი კარიერულ წინსვლას გპირდება. აუცილებლად მიიღებ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. ხომ გახსოვს კონკიას ისტორია, ჯადოქარი ნათლია და
ბროლის ფეხსაცმელი?

2. მეოცნებე რომანტიკოსი

ამ წრუწუნას (ენა არ მოგიბრუნდება, ვირთხა რომ დაუძახო) კეთილი სული და დიდი გული აქვს. ისევე, როგორც შენ. სვიტერის ფერი მის სიხარულისა და ქველმოქმედებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. ყურებზე ჩამოფხატული ლურჯი ქუდი კი წარმატების მომასწავებელია. წინ თავაწეულმა იარე. მომავალ წელს წარმატებები და ბარაქა გელის.

3. სერიოზული იდეალისტი

ცისფერი - წყლისა და სუფთა ცის სიმბოლოა. სიმშვიდე, ჰარმონია და რეალობის სწორი აღქმა - აი, რა იქნება შენი თანმდევი მომავალ წელს. მშვიდად და აუღელვებლად მოაგვარებ ნებისმიერ საკითხს, რაც პირველ რიგში, დიდ სიხარულს მოგიტანს. გახსოვდეს, წყალმა წვეთწვეთობით ქვა გახვრიტა. გააქტიურდი, უზენაესი ძალები შენ მხარეს არიან.

4. მხიარული ოპტიმისტი

მხიარული, სიცოცხლის მოყვარული თაგუნა გეუბნება, რომ მომავალ წელს ყველაფერი გამოგისწორდება და პირველ რიგში, მატერიალური მდგომარეობა. ნარინჯისფერი სვიტერი კი იმას ნიშნავს, რომ თვითგანვითარებასა და თვითკვლევას უნდა დაუთმო დრო. გახსოვდეს, სამართალდამცველებთან კამათი და კანონის დარღვევა კარგს არაფერს მოგიტანს.

5. სანტა-თაგუნა

მუდამ მხიარულებისა და დღესასწაულების მოწყობის განწყობაზე ხარ. უფრო სწორად კი, სხვებისთვის ბედნიერების მინიჭების. ახალ წელს ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდება. სიახლეებისთვის უნდა მოემზადო, ამისთვის კი სხვებზე მეტად საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. წითელი სვიტერი კი სიხარულის, ვნების ფერია. გირჩევთ, 2020 წელს ყველაფერში დაიცვა ზომიერება.

6. ყინულის დედოფალი

გსურს, შენი ცხოვრება ჯადოსნური, ზღაპრული მომენტებით იყოს აღსავსე? ამისათვის ყინულის დედოფალივით კი არ უნდა იყო, ხშირად უნდა გაიღიმო, უნდა "გათბე". თუ ყინულის სასახლიდან გამოხვალ, დაინახავ, რომ გარშემო უამრავი საინტერესო ხდება. იყავი მზად სხვების დასახმარებლად, სიკეთის გასაცემად და სამყაროსგანაც იმავეს მიიღებ.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93