ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პიროვნებასა და მის ქვეცნობიერს შორის უშუალო კავშირი არსებობს.
რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რომ ავირჩიოთ ორცხობილა და ამით გავიგოთ ჩვენზე რაღაც მნიშვნელოვანი? თქვენი არჩევანი შემთხვევითი არაა, რადგან თქვენმა ქვეცნობიერმა გადაწყვეტილება მიიღო.
- ფორმა, რომელსაც აირჩევთ, თქვენს შინაგან მხარეზე მეტყველებს და პიროვნების გამოვლენას ახერხებს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტია, რომლითაც უნდა განიტვირთოთ. ამიტომ მეტისმეტად სერიოზულად ნუ მიუდგებით.
ჩვენ გვიყვარს მომენტები, როცა ტესტი პიროვნების ხასიათს მართლაც ემთხვევა და ამაში რაღაც გასაოცარს ვხედავთ. ვნახოთ, ამჯერად დაემთხვევა თუ არა თქვენი არჩევანი თქვენს ხასიათს.
- დააკვირდით მოცემულ სურათს, რომელი ორცხობილა დაინახეთ პირველი? აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე თვალშისაცემია და მოგწონთ.
1 წრე
თქვენ მოზროვნე და ანალიტიკოსი ხართ. დაუჯერებელი შესაძლებლობები გაქვთ, რადგან "ყუთის გარეთ" იმყოფებით.
ყველა საქმეს ეფექტურ გადაწყვეტას უძებნით. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეს: ძაღლის გასეირნება, მანქანის გარეცხვა და სადაზღვევო აგენტის შეცვლა.
პრობლემების გადაჭრის დიდოსტატი ხართ, რაც ფენომენალურია.
პრაქტიკული პიროვნება ხართ. მოგწონთ, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა და წესრიგი დამყარებულია.
2 ხუთკუთხედი
ემოციების ჩვენებას ერიდებით, მაგრამ გახსნილი ხართ იმ მხრივ, რომ სხვა ადამიანებისგან ემოციები მიიღოთ.
თქვენ ფლობთ დაუჯერებლად ძლიერ ინტუიციას. ადამიანების ამოცნობა და მათი წაკითხვა განსაკუთრებული უნარია, რომელიც თქვენში ნამდვილად არის განვითარებული.
ძალიან მშვიდი და დაკვირვებული ხართ, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ.
3 მრავალკუთხედი
თქვენ ძალიან კრეატიული და ინოვაციების მოყვარული ხართ. ცდილობთ, ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღოთ.
გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მშვენივრად გეხერხებათ საუბრით ადამიანების დარწმუნება.
სინამდვილეში თქვენ ყველასთან შეგიძლიათ სასაუბრო თემის გამონახვა.
თქვენთვის ჭიქა მხოლოდ ნახევრად სავსე არ არის, ამასაც თქვენებურად აღიქვამთ.
4 ვარსკვლავი
ლიდერობა თქვენი ბუნების უმთავრესი ნაწილია. მოგწონთ გამოწვევების მიღება და ცდილობთ, ცხოვრებისგან არ მიიღოთ პასუხად: "არა".
არ გავიწყდებათ ის, რომ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ. ნებისმიერი პრობლემა და მსგავსი საკითხი თქვენთვის გონების ვარჯიშივითაა.
მოგწონთ კონტროლი და შესაძლოა, ზოგჯერ ადამიანებმა გითხრან კიდეც, რომ მათ მართავთ.
5 გული
თქვენ ფანტასტიური უნარ-ჩვევების პატრონი ხართ. ეს ყოველივე თქვენი პოპულარობის საწინდარიცაა.
მოგწონთ, როდესაც ადამიანებს ეხმარებით და მათზე ზრუნავთ. კარგი მსმენელი ხართ.
ერთგული მეგობარი ხართ, რომელიც ცდილობს, ყველას დაეხმაროს.
ირიდებთ კონფლიქტებს, ნებისმიერ ფასად. ზოგჯერ კონფლიქტის ასარიდებლად და სიტუაციის შესამსუბუქებლად მზად ხართ, რომ საკუთარ გრძნობებსაც გადააბიჯოთ.