ამ შემთხვევაში თვალები აღიქვამენ სრულ ნახატს, მაგრამ თქვენი გონება ირჩევს მხოლოდ ერთ დეტალს, რაც თქვენს პიროვნებაზე გვესაუბრება.
რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ერთად გავეცნოთ შედეგებს.
1. ზებრა
თუ პირველი ცხოველი, რომელიც შენიშნეთ, ზებრაა, მაშინ თქვენ ქარიზმატული ხართ.
ძალიან აქტიური, სპონტანური და მხიარული ბრძანდებით.
ადამიანებს უყვართ თქვენთან ერთად დროის გატარება და თქვენი კომპანიონობა მათთვის სასიამოვნოა.
თქვენი ძლიერი მხარე კომუნიკაციაა. იდეალურად გამოგივიდოდათ გაყიდვების სფეროში მუშაობაც. თქვენ გჭირდებათ სიახლეებისთვის მზაობა, ახალი მოვლენები, ხალხი, რომ ყოველდღე რაღაც განსხვავებულს გრძნობდეთ.
2. კატა
თუ პირველად კატა დაინახეთ, მაშინ ხართ ადამიანი, რომელსაც ბევრი საუბარი არ უყვარს. თქვენ ფიქრი საუბარზე მეტად გიყვართ.
ზოგჯერ შეიძლება მიიჩნიონ, რომ მორცხვი ხართ. სინამდვილეში კი გირჩევნიათ ზოგჯერ მოვლენებს შორიდან აკვირდებოდეთ და აანალიზებდეთ.
არ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენ შესახებ. ქმნით საკუთარ წესებს და ინარჩუნებთ კიდეც.
ძალიან დამოუკიდებელი ხართ, რაც ბევრ რამეში გეხმარებათ.
3. იხვი
თუ პირველად სწორედ იხვი დაინახეთ, 100%-ით ოპტიმისტი ხართ და პესიმიზმი ვერაფერს დაგაკლებთ.
ცხოვრობთ მომენტებით და გიყვართ სიცოცხლე. შეისწავლით ახალ ადგილებს, იძენთ ახალ უნარ-ჩვევებს.
ხართ ძალიან ცნობისმოყვარე და თქვენს ფანტაზიას საზღვრები არ გააჩნია.
4. კოალა
თუ პირველად კოალა შენიშნეთ, მაშინ მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ,
კეთილი, მგრძნობიარე, მზრუნველი და ყურადღებიანი ბრძანდებით.
თქვენმა მეგობრებმა იციან, რომ მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი და მათ დასახმარებლად იქ გაჩნდებით.
არ გხიბლავთ პომპეზური წვეულებები. გირჩევნიათ ლამაზი ფილმის ყურება ან საინტერესო წიგნის წაკითხვა.
არ ელით სამაგიეროს გაღებული სიკეთის გამო.
5. სპილო
ჭეშმარიტად დადებითი ადამიანი ხართ. მუდმივად ზრუნავთ გარშემომყოფებზე. პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნიათ. ამიტომაც მეგობრები და ოჯახის წევრები ნდობას გიცხადებენ.
მათ ზუსტად იციან, რომ თქვენთან საუბარი დაეხმარებათ.
ყოველთვის პოულობთ სწორ გზას, გამოსავალს. ხართ კარგი მსმენელი და გარდა ამისა, პრობლემების შესწავლაც შეგიძლიათ.
6. დათვი
თუ პირველ რიგში დათვი შენიშნეთ, მაშინ ლოგიკურად მოაზროვნე, კონსერვატიული, ტრადიციების მიმდევარი ადამიანი ხართ.
გაქვთ მაღალი ფასეულობები, რის მიხედვითაც თქვენს ცხოვრებას აყალიბებთ.
მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. არ მოგწონთ ხმაურიანი ადგილები, რომლებიც ზედმეტად გადატვირთულია.
ყოველთვის ეძებთ ჰარმონიას.
7. ჟირაფი
შეგიძლიათ მოერგოთ ნებისმიერ წრეს, რადგან ადამიანების გაგება არ გიჭირთ.
რომელ ჯგუფშიც უნდა მოხვდეთ, იქაურობის ცენტრი და მამოძრავებელი ძალა ხდებით.
კარგად გამოგდით საუბრის წარმართვა და ლაპარაკიც გიყვართ.
ერთი შეხედვით ამის შემჩნევა რთულია, თუმცა თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ.
არ მოგწონთ რუტინა და შესაძლოა ხშირად იცვლიდეთ სამსახურს და ჰობისაც.
8. გოჭი
ძალიან დამოუკიდებელი ხართ. გიყვართ თქვენს თავზე მუშაობა და შესანიშნავად აზროვნებთ.
ყურადღებას ამახვილებთ პატარ-პატარა დეტალებზეც. ბრწყინვალე მეხსიერება და ანალიზის უნარი გაქვთ.
არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ძალები გამომძიებლურ ამბებშიც გამოგადგეთ და წინ წახვიდეთ.
ხალხთან კონტაქტი გიყვართ და ეფექტის მოხდენა არ გიჭირთ.
9. კურდღელი
თუ კურდღელი ის პირველი ცხოველია, რომელიც თავიდანვე შენიშნეთ, მაშინ კრეატიული ადამიანი ხართ. თქვენ პოზიტიური ხართ და განწყობა, რომელსაც ატარებთ, გადამდებია.
სადაც უნდა წახვიდეთ, სიცილი და მხიარულება მიგაქვთ. ყველას სურს, თქვენი მეგობარი გახდეს. საოცარი იუმორის გრძნობა გაქვთ, რითაც ადამიანებს ატყვევებთ.
გააზრებულად მოქმედებთ და ხშირად იცინით, თუმცა თქვენც გჭირდებათ განტვირთვა და დასვენება.
10. ლომი
თუ პირველად ლომი დაინახეთ, მაშინ ლიდერად ხართ დაბადებული. იცით, როგორ დაარწმუნოთ ადამიანები. გეხერხებათ ისიც, რომ აზრი შეაცვლევინოთ.
ზოგჯერ გაქვთ მიდრეკილება იმისკენ, რომ დომინანტი გახდეთ. არ გეშინიათ გამოწვევების, პირიქით, სინამდვილეში მოგწონთ კიდეც ეს ყველაფერი.
გსურთ აჩვენოთ ის, რაც შეგიძლიათ და თავი გამარჯვებულად იგრძნოთ. კონკურენტუნარიანი ხართ და ამასთანავე, არაჩვეულებრივი სტრატეგი.
11. ბუ
თუ პირველად ბუ დაინახეთ, მაშინ გამოდის, რომ ანალიტიკურად მოაზროვნე, ღრმა პიროვნება ხართ.
გაღიზიანებთ ქაოსური გარემო და ყველაფერში წესრიგი გიყვართ. სრულყოფილებისკენ ხართ მიდრეკილი და ხშირად სხვებისგანაც ამას მოელით.
გაითვალისწინეთ, ჩვენ ყველანი სრულყოფილები ვართ, საკუთარ არასრულყოფილებაშიც.
ადამიანებს მოსწონთ თქვენი იუმორის გრძნობა და გაფასებენ. არ ხართ მაქსიმალურად სოციალური პიროვნება, თუმცა შესანიშნავად ახერხებთ, რომ მეგობრებს თავი საოცრად კარგად აგრძნობინოთ.