ჩვენი ქვეცნობიერი ზუსტ სიგნალებს გადმოსცემს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ.
ამ შემთხვევაში თქვენი თვალები მთლიან სურათს ხედავს, მაგრამ გონება პრიორიტეტს მიანიჭებს იმას, რაც თქვენს გრძნობებს შეესაბამება და აგრეთვე იმას, თუ რა გაწუხებთ კონკრეტულ მომენტში.
1. პანტერები
თუ პირველად პანტერები შენიშნეთ, მაშინ თქვენი სტრესის მთავარი მიზეზი პირადი ურთიერთობაა. გრძნობთ, რომ კავშირს კარგავთ საყვარელ ადამიანთან და ზოგჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ იმაში, რომ იცით, საით მიდის თქვენი ურთიერთობა.
გაიხსენეთ ის მომენტები და მოგონებები, როცა თავიდან იწყებდით ურთიერთობას. უბრალოდ ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ. კომუნიკაცია ხშირად მთავარი გასაღებია, რითიც ურთიერთობის მოგვარება შეიძლება.
2. ლომები
თუ პირველად ლომები შენიშნეთ, მაშინ მუდმივ ბრძოლაში ხართ. მთავარი აქ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობაა. იმდენად მიეჩვიეთ იმას, რომ ყველაზე ზრუნავთ და ყველაფერზე, რომ ამან საკუთარი თავის დავიწყება გასწავლათ.
ოჯახის წევრები და მეგობრები შეიძლება იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მკაცრი ხართ და ნებისმიერი რამ, რაც გააკეთეთ, ბოლოს ჩალის მსგავსად ჩანდეს.
დროა, „გააფუჭოთ“ თქვენი თავი და ახლიდან დამუხტოთ. დროა, რომ ახალი ენერგიით აივსოთ.
3. ზებრები
თუ პირველი ცხოველი, რომელიც დაინახეთ, ზებრა იყო, მაშინ თქვენი წუხილის მიზეზი შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობასთან ან ოჯახის რომელიმე წევრის ჯანმრთელობასთან იყოს კავშირში.
ჯანმრთელობაზე მცირედი წუხილი ცუდი შეიძლება სულაც არ იყოს და პირიქით, გიბიძგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. თუმცა, თუ ეს წუხილი შფოთვაში გადაიზრდება, მაშინ შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს. იმაზე დარდს აზრი არ აქვს, რისი შეცვლაც არაფრით შეგიძლიათ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ისიამოვნეთ.
4. ჟირაფები
თუ დავდაპირველად ჟირაფები დაინახეთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ფინანსურად არასაიმედოდ გრძნობთ თავს. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ბევრ ადამიანს უწევს ის, რომ გაუძლოს სამუშაოს ხანგრძლივ რუტინას და ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ეს კიდევ უფრო მძაფრდება. თუმცა, მეორე მხრივ, ტექნოლოგიები იმდენად ვითარდება, რომ უნდა ვეცადოთ, მხარი ავუბათ და რაღაც ახალი ვისწავლოთ.
რის მიმართაც თავდაჯერებული არ ხართ, ახალი უნარების გამოვლენასაც შეიძლება საჭიროებდეს. იპოვეთ თქვენთვის სასურველი საქმე, იმუშავეთ მასზე და მიჰყევით დინებას.
5. ლურჯი ჩიტი
თუ პირველად ლურჯი ჩიტი დაინახეთ, მაშინ თავს მარტოსულად და დაკარგულად გრძნობთ.
თანამედროვე საზოგადოებაში ჩვენ ერთმანეთს ძირითადად მიმოწერით და იმეილების მეშვეობით ვუკავშირდებით. შეიძლება ვირტუალური კომუნიკაცია თავს ბოლომდე კომფორტულად სულაც არ გაგრძნობინებთ. ასეთ დროს ადამიანები იზოლირებულებს ემსგავსებიან და არ იციან, როგორ გაარღვიონ ეს წრე. ეცადეთ, მარტივი გამოსავალი მოძებნოთ.
6. ჩიტები
თუ პირველად ეს ჩიტები დაინახეთ, მაშინ თავს ოდნავ მარტოსულად გრძნობთ.
გსურთ, რომ მოუყვეთ ვინმეს თქვენი გრძნობების შესახებ, მაგრამ თავს იკავებთ, რადგან მიიჩნევთ, რომ ისინი ძალიან უმნიშვნელოა.
შეიძლება არ ენდობოდეთ მეგობრებს ან ოჯახს, შესაძლოა წუხილის მიზეზიც აქედან მოდიოდეს.
ყოველთვის დამოუკიდებელი ადამიანი იყავით და წლების მანძილზე ისწავლეთ გაჩუმება.
შესაძლოა, ეს იმის გამო ხდებოდეს, რომ თქვენი მეგობრები ვერ აცნობიერებდნენ, რამდენად გჭირდებათ მათი მხარდაჭერა.
გაითვალისწინეთ, განცდების გაზიარება სისუსტე სულაც არაა.
რა დაინახეთ პირველად? დაემთხვა თქვენს შინაგან განცდებს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით.