ეს გახლავთ აურის ტესტი კრისტალებით.
ჩინურ მედიცინაში ფერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფერებს ტყუილუბრალოდ სულაც არ ვირჩევთ არც ყოველდღიურობაში და არც ამგვარი ტესტების გაკეთების დროს. თუმცა, ეს ტესტი მაინც განსხვავებულია, რადგან თქვენს აურაზე საუბარი შეუძლია.
ჩვენ შევარჩიეთ 6 ჯადოსნური, მაგიური ქვა, რომლებიც სხვადასხვა კოსმიურ ენერგიას ასხივებენ.
კარგად დაათვალიერეთ თითოეული ქვა და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
ნაბიჯი 1 - გაითავისუფლეთ გონება მძიმე ფიქრებისგან.
ნაბიჯი 2 - რომელი ქვა გიზიდავთ ყველაზე მეტად?
1. მოწითალო ქვა - Ruby
თუ თქვენ სწორედ ეს ქვა აირჩიეთ, მაშინ ცხოვრებაში ვნებიანი სტიმული გჭირდებათ.
საჭიროა გაძლიერდეთ, რადგან თქვენი ენერგიის დიდი ნაწილი წინა თვეებში დაკარგეთ.
ასეთ ქვებს ბოროტი ჯადოქრების მოსაშორებლად და ენერგიის გასაძლიერებლადაც იყენებდნენ. ძველად სჯეროდათ, რომ მას სხეულში ტემპერატურის მომატებაც შეეძლო. თქვენც შეძლებთ მის სწორად გამოყენებას.
2. აქატი
თუ თქვენ აქატი აირჩიეთ, საჭიროა უფრო ხშირი კონტაქტი გქონდეთ ბუნებასთან, ვიდრე ახლა გაქვთ.
ძველად მიიჩნევდნენ, რომ ამ ქვას ჯადოსნური თვისებები გააჩნია და სამკურნალოცაა.
გააცოცხლეთ იმედი თქვენს ცხოვრებაში. იქნებ გჭირდებათ, რომ შეგახსენოთ: სამყარო საოცარია, თქვენც საოცარი ხართ.
თუ რწმენას კარგავთ საკუთარი თავის ან სხვების მიმართ, სწორედ აქატის ქვის ტარება შეიძლება დაგეხმაროთ.
3. ფირუზი
თუ ფირუზი აირჩიეთ, გამოდის, რომ საკუთარ თავს ბევრ რამეში უგულებელყოფთ. ეცადეთ, მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს. ფირუზი შესანიშნავი, სამკურნალო ქვაა, რომელსაც აურის გაძლიერება და აღდგენა შეუძლია.
თქვენ არ ხართ შეუმჩნეველი ადამიანი, რადგან თქვენში საოცარი შარმია.
ფირუზის ქვას ბევრი ქალბატონი ირჩევს და აღიარებენ, რომ ის დადებითი ენერგიის მატარებელია.
4. მთვარის ქვა
მთვარის ქვა ჯადოსნური ხიდივითაა. ის ზემოქმედებს გარკვეული გავლენით, რომელიც ადამიანს ეხმარება, გათავისუფლდეს გრძნობების დამალვის მცდელობისგან.
ეს ქვა უძილობასთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. მატებს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს.
5. ობსიდიანი (ვულკანური მინის ქვა)
თუ ობსიდიანი აირჩიეთ, მაშინ თქვენს ენერგიას იმისკენ მიჰყავხართ, რაც ყველაზე ძალიან გჭირდებათ.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მიწიერი ქვაა. ასოცირდება დედამიწასთან და სატურნთან - დროის მმართველთან.
თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე და მოძებნოთ უკეთესი გზები.
მზად ხართ გადალახო სტრესული პერიოდი და ენერგიით სავსე აუზში შეცუროთ?
ამბობენ, რომ ეს ქვა ადამიანს სწორედ ენერგიის აღდგენაში ეხმარება.
6. ამეთვისტო
თუ ამეთვისტო აირჩიეთ, მაშინ შინაგანი მტვრისგან გასათავისუფლებელი სუფთა ჰაერი გჭირდებათ.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენს გრძნობებს და ძალებს ზიანი ნებისმიერმა რამემ შეიძლება მიაყენოს.
ამეთვისტო დაგვეხმარება ვიყოთ ფხიზლად და გავიაზროთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ამბობენ, რომ ამეთვისტო ჩვენს გონებას აშორებს დამახინჯებულ აზრებს და ბოროტი აურის წინააღმდეგაა.
მეტიც, ის ხელს უწყობს ინტუიციის განვითარებას, რაც ადამიანს ბევრ რამეში დაეხმარება.