ჩახუტება - ეს არის ის, რაც ორ ადამიანს შორის არსებულ ურთიერთობებზე უკეთ მეტყველებს, ვიდრე სიტყვები.
დამცველი
- ის, ვინც უკნიდან ჩახუტებას ანიჭებს უპირატესობას, მის რჩეულს მიახვედრებს იმაზე, რომ მზად არის დაიცვას მუდამ და ძლიერი მხრების შეგრძნებას უქმნის. ზურგზე ჩახუტებით ის სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ არა მარტო სანდო ადამიანია, არამედ ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის. ასეთი ჩახუტებები მეტყველებს იმაზე, რომ პარტნიორები ერთმანეთს ენდობიან.
ხელების ზურგზე მოხვევა
- ასეთი ჩახუტება ნიშნავს ნდობას. ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის დასამშვიდებლად და ასე ერთმანეთს უქმნიან უსაფრთხო გარემოს. ამ ჟესტს სხვაგვარად ინტიმურს უწოდებენ. ვინაიდან ადამიანები, რომლებიც ხელებით ეხვევიან ზურგზე, მეტყველებს იმაზე, რომ მზად არიან ერთმანეთისთვის მსხვერპლად წასვლაზეც კი.
გადახვევისას ხელების შემორტყმა
- ასეთი ჩახუტებები ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის მეგობრული და კარგი დამოკიდებულებაა, რამდენჯერმე „შემორტყმა“ იმის სიგნალია, რომ ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ასეთ ურთიერთობებში საუბარი მეგობრულ, მონათესავე სულებზეა და არა კლასიკური გაგების სიყვარულზე.
ნელი ცეკვა
- ასეთი ჩახუტებები რომანტიკის ნამდვილი ხორცშესხმაა. ეს ჟესტი ურთიერთობების საწყის ეტაპზე მეტყველებს, მაშინ, როცა სიყვარული თავბრუს გახვევთ და მუცელში პეპლებს გრძნობთ. თუკი ეს ხანგრძლივი ურთიერთობის პერიოდშიც გრძელდება, ესე იგი, პარტნიორები დღემდე ერთმანეთს ნაზად ეპყრობიან და უფრთხილდებიან.
მეგობრული ჩახუტებები
- ასეთი ჩახუტება ნიშნავს, რომ ადამიანები ერთ ტალღაზე არიან. სამწუხაროდ, აქ რომანტიკაზე ზედმეტია საუბარი. შეიძლება იმის დასკვნა, რომ კომფორტულია ერთმანეთთან ყოფნა, თუმცა ეს არ არის კლასიკური სიყვარულის ნიშანი, ასეთ ჩახუტებებში სიყვარულზე ზედმეტია საუბარი.
ბოქლომი
- ასეთი ჩახუტებები შესაძლოა სასიკვდილო ჩაჭიდებას შევადაროთ. ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთის დაკარგვის, რთულად გადააქვთ დაშორება, ნერვიულობენ ერთმანეთზე. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ძლიერი სიყვარულის გამოხატვის.
ჰაეროვანი ჩახუტება
- ასეთი ჩახუტება ვნებასა და ძლიერ სურვილზე მეტყველებს, თუმცა ამ შემთხვევებში ადამიანებს ერთმანეთთან ფიზიკური ლტოლვა ახასიათებთ და არა სიყვარული. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთ ჩახუტებებს შეუძლიათ სიყვარულის არქონის კომპენსირება ვნების საფუძველზე.
ხიდი
- ასეთი ჩახუტებები გვაჩვენებს, რომ პარტნიორებს შორის დიდი უფსკრულია. სავარაუდოდ, ბევრი კონფლიქტი და გაუგებრობაა. ისინი ერთად კი არიან, თუმცა ერთმანეთის ახლოს მიშვების ეშინიათ.
წყარო