ისეც ხდება, რომ ადამიანები სხვაზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე საკუთარ თავზე. ფსიქოლოგიური ტესტები საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად.
რაც უფრო მეტი გეცოდინებათ საკუთარ თავზე, უფრო თავდაჯერებული გახდებით და თქვენი თავის სხვადასხვა სიტუაციაში დაცვაც გაგიმარტივდებათ. ეს ფსიქოლოგების მოსაზრებაა.
1.
თუ მიგაჩნიათ, რომ პირველი გოგონა ყველაზე წარმატებულია, მაშინ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხართ, რომელიც ახალი გამოწვევების მიმართ მზადაა და არ ეშინია.
ყოველგვარ გამოწვევას ოპტიმიზმით, ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით ერკინებით.
თქვენ იბრძვით იმისთვისაც, რომ საკუთარ თავს პატივს სცემდეთ და პირველობა შეინარჩუნოთ.
2.
თქვენი გული თქვენი გონების მმართველია. გირჩევნიათ, მიჰყვეთ იმას, რასაც გული ამბობს, ვიდრე იმას, რასაც თქვენგან გონება მოითხოვს.
უმეტესად სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ და ზოგჯერ არანაირ ლოგიკას არ ემორჩილებით.
ძალიან ყურადღებიანი ხართ, დაკვირვებული და ამავდროულად, საოცრად სწორი ინტუიციის გრძნობა გაქვთ.
სწორედ ამიტომ, ძალიან ძნელია თქვენი მოტყუება.
3.
თუ მესამე გოგონა თქვენი ფავორიტია, მაშინ ძალიან რაციონალური პიროვნება ხართ.
ცდილობთ, გააანალიზოთ ყველაფერი, თითოეული უმნიშვნელო დეტალის გათვალისწინებით.
ამგვარ ქმედებას აგრძელებთ იქამდე, ვიდრე სწორ გზაზე არ გახვალთ.
სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებების მისაღებად ზოგჯერ დიდი დრო გჭირდებათ.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ყოველთვის სწორია.
4.
თუ არჩევანი მეოთხე გოგონაზე შეაჩერეთ, გამოდის, რომ ზედმეტად ამბიციური არ ხართ.
ამის მიუხედავად, თქვენ იცით თქვენი შესაძლებლობების შესახებ და ისიც, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ.
ძალიან ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიოთ.
თქვენ გესმით, რომ კონკურენტუნარიანობა აუცილებელია და ცდილობთ, გაუმჯობესდეთ.
ახალი გამოწვევების მიღება ზოგჯერ არ გხიბლავთ, რადგან მზად არ ხართ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად. ამის შეცვლა რთული არ იქნება.
რომელი გოგონა აირჩიეთ? შედეგი სწორი იყო თუ არა?