სინამდვილეში, ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. მას შეუძლია სიახლეები აღმოგვაჩენინოს და საკუთარ საწყისებზე მეტად დაგვაფიქროს. ამ ფსიქოლოგიური ტესტის მეშვეობით გაეცნობით პასუხს იმის შესახებ, რა არის თქვენთვის მთავარი სიყვარულში და რამდენად რომანტიკული პიროვნება ხართ.
ამ ყოველივეს კი განსაზღვრავს ის, თუ რა დაინახეთ პირველად ფოტოზე.
1. მელია
თუ პირველად მელია შენიშნეთ, მაშინ ბუნებით ძალიან პოზიტიური და ამავდროულად, რომანტიკული ადამიანი ხართ.
ეს ნაწილი ფოტოზე ქმნის მზის ჩასვლის ილუზიასაც, რადგან მასში ფორთოხლისფერი ჭარბობს.
ერთი შეხედვით კი, ცხადია, აღიქმება, როგორც ცხოველი. თქვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ ბუნებასთან და სასიყვარულო ურთიერთობაზე როცა მიდგება საქმე, მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანს ეძებთ.
ფსიქოლოგების თვალსაზრისით, მელიის არჩევა სულიერებასთანაცაა კავშირში, რადგან თავად ეს ცხოველია გამორჩეული და განსხვავებული.
- პიროვნული მხარე: შეიძლება ითქვას, რომ თქვენ პატივსაცემი ადამიანი ბრძანდებით. სიბრძნე თქვენს მთავარ კოზირს წარმოადგენს.
- ურთიერთობა: თქვენთვის უმნიშვნელოვანესია ურთიერთობა შეზღუდვების გარეშე, რაც იმას გულისხმობს, რომ ურთიერთობაში თავისუფლება გიყვართ. სავსებით შესაძლებელია, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა არ მოგწყინდეთ, იქამდე, ვიდრე თავს ხაფანგში გაბმულივით არ იგრძნობთ. სწორედ ამიტომ, ბალანსის პოვნა აუცილებელია.
2. დელფინი
თუ თავიდანვე დელფინი შენიშნეთ და ყურადღება სწორედ მასზე გაამახვილეთ, ამ შემთხვევაში საკმაოდ დახვეწილ პიროვნებასთან გვაქვს საქმე.
სავსებით შესაძლებელია, იღბლიან ადამიანადაც მიიჩნეოდეთ.
რაც შეეხება სასიყვარულო ამბებს, თქვენ გირჩევნიათ, გვერდით გყავდეთ ინტელექტუალი, მშვიდი ადამიანი. ბევრ საკითხს რეალისტურადაც უყურებთ.
ძალიან მომხიბვლელი ხართ და ადამიანებს უყვართ თქვენს გარემოცვაში ყოფნა. ჭკვიანი და ინტელექტუალურად ძლიერი ადამიანი ხართ. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა არ გიჭირთ.
- პიროვნული მხარე: სიკეთე, მშვიდობა და ჰარმონია. ეს სამი კომპონენტი სწორედ თქვენს პიროვნულ მხარეს აღწერს.
- ურთიერთობა: თქვენ გსურთ დიდი ოჯახის ყოლა. ყველაზე ზრუნავთ, ეს იქნება ბიძაშვილი, ბიძა თუ დეიდა. არასდროს გავიწყდებათ ის, თუ რა მოსწონთ და უყვართ თქვენს მეგობრებსა თუ ნათესავებს. ასევე არ გავიწყდებათ მათი დაბადების დღე და გასაკვირი სულაც არაა, რომ სიყვარულს იმსახურებთ.
დაგვიტოვეთ კომენტარების სახით თქვენი მოსაზრება. ახლოს არის თქვენს პიროვნულ მხარესთან შედეგი თუ არა?