ტესტი

ის რაც ფოტოზე პირველად დაინახეთ თქვენში არსებულ მთავარ მხარეზე საუბრობს

ის რაც ფოტოზე პირველად დაინახეთ თქვენში არსებულ მთავარ მხარეზე საუბრობს
ამ ტესტის მიზანია დაადგინოს ემოციური თვალსაზრისით რა მდგომარეობაში ხართ. როგორ აღიქვამთ სიყვარულს და რა მნიშვნელოვან ასპექტებს შეიცავს თქვენი ხასიათი.
მოცემულ ფოტოს ვიდრე სხვადასხვა დეტალებზე დააკვირდებოდეთ, მთავარია გაიხსენოთ ის, თუ კონკრეტულად რა დეტალი შენიშნეთ პირველად. არსებულ ფოტოზე 5 სხვადასხვა ხასიათია.
მოგვყევით:

1. მამაკაცის სახე


თუ პირველად კაცის სახე შენიშნეთ, მხატვრული აღქმის უნარი გაქვთ და კრეატიული ხართ.
თქვენი ცხოვრება დაუსრულებელ თავგადასავალს ჰგავს.
სიახლეების მაძიებელი ხართ და შესაძლოა სიყვარულსაც მოუთმენლად ელოდებოდეთ.
თქვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს ენერგიას მატებთ. ჯერ
მიიჩნევთ, რომ მზად არ ხართ სერიოზული ურთიერთობებისთვის, თუმცა ერთ დღეს შეხვდებით იმ განსაკუთრებულ პიროვნებას, რომელიც საპირისპიროში დაგარწმუნებთ.

2. ქალის სახე


თუ პირველად ქალის სახე შენიშნეთ, დედის სახე და სიკეთე თქვენთვის სამყაროს უდრის.
თქვენი ყურადღება მიპყრობილია იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც მნიშვნელოვნად თვლით და მათზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ.
მზად ხართ ნებისმიერ დროს დაეხმაროთ მათ. ამისთვის საკმარისი მხოლოდ 1 სატელეფონო ზარია.
წარმოუდგენლად თბილი და მოსიყვარულე ხართ. ურთიერთობაში კი წონასწორობის დაცვა გიყვართ.

3. ბავშვის სახე


თუ პირველად ბავშვის სახე დაინახეთ, მაშინ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად გიყვართ.
პატიოსნება, სულიერება და ჰარმონია თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.
სილამაზე და ერთგულება თქვენი მთავარი მახასიათებელია.

4. სახე წყალში


თუ პირველად ეს დეტალი შენიშნეთ, მაშინ სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი თავისუფლებაა.
ავლენთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გჯერათ ღრმა გრძნობების.
ცხოვრობთ დღევანდელი დღით და ზოგჯერ ხვალინდელზე ფიქრს ნერვებს არ სწირავთ.
ერიდებით ვალდებულებებს და ცდილობთ, რომ ზედმეტად არ მიუახლოვდნენ თქვენს გულს.
ცხოვრება თქვენთვის მშვენიერი რამ არის და ცდილობთ თითოეული დღით დატკბეთ.

5. ქალის ფიგურა


თუ პირველად სწორედ ქალის ფიგურა შენიშნეთ, მაშინ ყურადღებუს ცენტრში ყოფნა მოგწონთ.
ჭკვიანი ხართ და გარშემომყოფები თქვენს ინტელექტს აფასებენ. თქვენ სოციალური პეპელა ხართ და ახერხებთ, რომ ყველა დადებით განწყობაზე დააყენოთ.
ადამიანებს უყვართ თქვენთან ყოფნა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება შურდეთ თქვენი იდეების.
გიყვართ გართობა, ცოტა გეშინიათ სერიოზული ურთიერთობების და სწორედ ამიტომ შეიძლება გაურბოდეთ სიყვარულს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლია
ქალი, ბავსჰვი და ხე ერტდროულად დავინახე.
23:37 / 10-02-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93