როდესაც ცხოვრებაში სირთულეების გადალახვის დრო დგება, მაშინ ჩვენს ქვეცნობიერს გაცილებით ბევრი რამ შეუძლია მოგვაწოდოს, ვიდრე ეს ცნობიერების ამაღლებაა.
რა უნდა გავაკეთოთ პრობლემის მოსაგვარებლად და არა გასამწვავებლად?
დააკვირდით ფოტოს, აირჩიეთ ერთ-ერთი ლოტუსი და გაეცანით რჩევას:
ეცადეთ, საკუთარი ემოციები ყველასთან არ გამოხატოთ. რაც მეტად შეიკავებთ თავს სახიფათო ადამიანებთან ურთიერთობისას, უკეთეს მდგომარეობაში იქნებით.
სიუხეშით რისკზე მიდიხართ, რამაც შესაძლოა პრობლემების წინაშე დაგტოვოთ.
ნუ შეეცდებით იმას, რომ თქვენ გარშემო არსებულ ყველა ადამიანს მისცეთ უფლება, ჩაიხედოს თქვენს სამყაროში.
თქვენ გაქვთ დრო, რომ შეძლოთ თავიდან აცილება ყოველგვარი ცუდი მოვლენის.
იფიქრეთ იმაზე, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.
გამოთვალეთ შესაძლო რისკები და ყველაფერი გამოგივათ.
რამდენიც უნდა სცადოთ, ეს ტკივილი მაინც თქვენთან რჩება. თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ მსხვერპლის როლს შეეგუოთ და ეს ლოტუსიც ამის პასუხია.
დრო დაუთმეთ ყოველი მხრიდან გარშემორტყმულ პრობლემებს. თქვენ უბრალოდ უნდა მოიცილოთ ტოქსიკური ადამიანები, რომლებიც გშხამავენ.
ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ და ეცადეთ, რომ პატივმოყვარე ადამიანებს თქვენი სიკეთე არ გამოაყენებინოთ.
ეცადეთ, არ გაექცეთ საკუთარ თავს. აკეთებთ იმას, რასაც გული გეუბნებათ, თუნდაც ამის წინააღმდეგი მთელი მსოფლიო იყოს.
გაატარეთ მეტი დრო ადამიანებთან, რომლებსაც უყვარხართ, გაფასებენ და სჯერათ თქვენი.
ყველაფერი საუკეთესო წინაა. თუ ამას ირწმუნებთ, განწყობა გაგიუმჯობესდებათ და უნდა მოინდომოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში აღმშენებლობის პერიოდი დაიწყოს.
იმის მიუხედავად, რომ შეიძლება უკმაყოფილო იყოთ რაღაც დეტალებით, მაინც წინ მიიწევთ.
შეეცადეთ, მეტად გასცეთ სითბო და სიყვარული და ერთ ტემპში არ იცხოვროთ. შეხვდით საყვარელ ადამიანებს და ხშირი კონტაქტი იქონიეთ.
ბოლო დროს ბევრი საფიქრალი გქონდათ, რაც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ამიტომ თავს დასვენების საშუალება მიეცით და შეეგუეთ, რომ ზოგი რამის შეცვლა საჭირო არაა, ზოგის კი აუცილებელია.
თქვენი ამოცანაა: გაუმკლავდეთ მას და გადალახოთ.
ფაქტია, რომ ყველა თქვენი პრობლემა თქვენი აზრებიდან იღებს სათავეს.
თქვენ თავად ქმნით მათ საკუთარ თავში, რაც ცხოვრებას ართულებს და უსიამოვნებას მატებს.
სანერვიულო არაფერია, უბრალოდ უნდა აღიაროთ მავნე აზრების არსებობა და იმუშაოთ მათ აღმოსაფხვრელად.
შესაძლოა გქონდეთ შეგრძნება, რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავხართ. სწორედ ამიტომ უნდა დაუბრუნდეთ თქვენივე ფესვებს. ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ და დაგეხმარებათ, იყოთ ბედნიერი.