ჩვენ შევეცდებით, თქვენი ქვეცნობიერი გონებიდან გამოვიხმოთ ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი, შეიძლება თქვენთვისაც ფარული იყოს.
ეს იუმორნარევი ასოციაციური ტესტია. მიენდეთ თქვენს ქვეცნობიერს, შეხედეთ გამოსახულებას და გაიხსენეთ სიმბოლო, რომელიც პირველად შენიშნეთ.
კატა
ეს არჩევანი მიუთითებს იმაზე, რომ სამსახურს დიდ დროს უთმობთ. ასევე მიუთითებს შვებულების სურვილზე. სამუშაო დღის ბოლოს გსურთ, რომ მიხვიდეთ სახლში, იჯდეთ მყუდრო სავარძელში და წაიკითხოთ თქვენი საყვარელი წიგნი, ან თუნდაც უყუროთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო შოუს. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და შემდეგ შეგიძლიათ თამამად თქვათ: როგორც იქნა!
ძაღლი
თქვენ გრძნობთ მეგობრების მხარდაჭერას და მათი გვერდში დგომა გაგრძნობინებთ, რომ მზად ხართ, მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა. ბრძოლის მიმართ სულისკვეთება კარგი რამ არის.
გაიაზრეთ ყველაფერი, იმოქმედეთ ცივ გონებაზე მყოფმა. ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი გეგმები შენ სასარგებლოდ, მაგრამ მთავარია, რა გაღელვებს შენ.
ლომი
გამორჩეული ხარ. ამას ხშირად გეუბნებიან, არა? იქნებ ეს შენი ახალი ვარცხნილობის გამოა? ამასთან, თქვენ არც კი გჭირდებათ თმის ვარცხნილობის შეცვლა, რომ გამოირჩეოდეთ. თქვენში არის რაღაც, რაც ხალხს იზიდავს და ეს იწვევს პატივისცემასა და აღტაცებას.
მაგრამ შურიანი ადამიანებიც გახვევიათ გარს. მათ მკაცრად ნაკლებად ექცევით, მაგრამ რეალურად ზოგჯერ ცოტა ქედმაღლურად გამოგდით. შეეცადეთ, აგრძნობინოთ ადამიანებს, რომ მათი თანასწორი ხართ და არა პირიქით.
ცხენი
ამ მომენტში რაღაც თავისუფლებას გიზღუდავთ. იქნებ სულაც უმეორებთ თქვენს უფროსს: ”დასვენება მინდა! შვებულება მინდა!” დამშვიდდით. შვებულება ყველას სურს. ახლა საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, გამძლეობა და ეფექტურობა, რომლითაც თქვენ მიერ არჩეული ცხოველი გამოირჩევა.
გედი
თუ თავიდანვე გედი შენიშნეთ, მაშინ თქვენ შეყვარებული ხართ ან ვინმე ძალიან მოგწონთ.
სწორედ ამიტომ ამჩნევთ გარშემო ლამაზ დეტალებს. ეს მშვენიერი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. შეეცადეთ, გაახანგრძლივოთ დადებითი ემოციები და დატკბეთ მომენტებით.
პინგვინი
როგორ მოახერხეთ მისი დანახვა? ისევ დააკვირდით - პინგვინი არ არის. ისევ ხედავთ? ამაში შეგიძლიათ დაადანაშაულოთ თქვენი მდიდარი წარმოსახვა, რომელიც გაოცებას იწვევს თქვენს მეგობრებსა და გარშემომყოფებში, იმდენად, რომ იბნევიან კიდეც.
რა დაინახეთ პირველად? გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შედეგები კომენტარებში