მიმიკური ნაოჭები ყველას განსხვავებული აქვს, რადგან ჩვენ, ყველანი, განსხვავებულად გამოვხატავთ ემოციებს. ამასთან, სახის კუნთები ყველას ერთნაირად განვითარებული არ აქვს.
ნახეთ, რას ამბობს მიმიკური ნაოჭები შუბლზე თქვენი ხასიათის შესახებ.
წარბები ასწიეთ და აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ:
1. ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის
თქვენ ემპათიას და იუმორის გრძნობას ფლობთ!
ეს ხაზი იმას უჩვენებს, რომ თქვენ ბევრს იჭმუხნებით, ბევრს ფიქრობთ, თითოეულ პრობლემაზე ღრმად ფიქრობთ. შესაძლოა, თქვენ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვინც მუდმივად ცდილობს, რომ სამყაროს საიდუმლოება ამოხსნას, იფილოსოფოსოს და სულიერ საკითხებზე ფიქრობს. ყოველდღიურ პრობლემებზეც დაფიქრდით.
უყურადღებო ადამიანი არ ხართ და სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარი გაქვთ. ადამიანებს მარტივად უგებთ. ყველას თავაზიანად ეპყრობით, ამიტომ ბევრი გულს ადვილად გიშლით.
თქვენი იუმორის გრძნობა მეგობრებს უფრო მეტად იზიდავს. მათ თქვენთან ურთიერთობა მოსწონთ. საიდუმლოებებს გიმხელენ და შემდეგ უკვე თქვენს დროულ ხუმრობაზე ერთად იცინით.
2. ორი ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის
თქვენ პერფექციონისტი ხართ!
თქვენ ძალიან ვნებიანი პიროვნება ხართ. ნებისმიერ საქმეში ბოლომდე იხარჯებით. ნამდვილი შრომისმოყვარე ხართ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაქვთ.
ყველაფერს მეთოდურად აკეთებთ, მაგრამ ძალიან კეთილსინდისიერი ხართ. ამის გამო ხშირად სტრესს განიცდით, თუნდაც მცირე პრობლემების დროს.
მიუხედავად ამისა, დანაპირებს ასრულებთ და ნამდვილად თავდაუზოგავი ადამიანი ხართ. ყოველი დასრულებული პროექტის შემდეგ თავს თავისუფლად გრძნობთ. განაგრძეთ კითხვა