აირჩიეთ ხეზე არსებული ვაშლებიდან ის, რომელმაც ყველაზე მეტად მიიპყრო თქვენი ყურადღება და გაიგეთ, რამდენად სწრაფად აგიხდებათ ოცნება.

ვაშლი №1
- სწორედ თქვენი საკუთარი თავის და მიზნების ასრულების რწმენა სულ მალე დიდი ხნის ოცნებას აგიხდენთ. შეეცადეთ, გარშემომყოფებსაც დაეხმაროთ საკუთარი თავისადმი რწმენის ამაღლებაში.

ვაშლი №2
- ისეთმა ადამიანებმა, როგორიც თქვენ ხართ, მკაფიოდ იციან, რომ ოცნებები მაშინ ხდება, როცა მათ შესახვედრად ნაბიჯს დგამ. თქვენთვის არ არსებობს სიტყვა - შეუძლებელია, მაშინ, როცა მიზნისკენ ისწრაფვით.

ვაშლი №3
- შეეცადეთ, დაძლიოთ თავში რაღაცები და დაიწყოთ სვლა თქვენი ოცნებისკენ. როგორც კი მიზანს დაისახავთ და გადადგამთ მისი მიმართულებით ნაბიჯს, თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

ვაშლი №4
- ზოგჯერ ზედმეტი მოთხოვნილებები არ გაძლევთ მარტივად არჩევანის გაკეთების საშუალებას, ხოლო თქვენი ოცნება გელოდებათ, როდის გადადგამთ მისი მიმართულებით ნაბიჯს. დაიწყეთ ღიმილით ახალი დღე და ისიც გაგიღიმებთ საპასუხოდ.

ვაშლი №5
- შეეცადეთ, მშვიდად და თავდაჯერებით იაროთ ოცნებისკენ. ზოგჯერ ზედმეტი ემოციურობა მხოლოდ უკან გხევთ. სიმშვიდე და კეთილგანწყობა თანამოაზრეებს გაპოვნინებთ.

ვაშლი №6
- დამეთანხმეთ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ. დარჩა მხოლოდ შრომისმოყვარეობა და ძალისხმევა ოცნების ასახდენად.

ვაშლი №7
- არ დაგავიწყდეთ, რომ დღესასწაულის მოლოდინის დროც კი სასიამოვნო პერიოდად ითვლება. თუკი თქვენი ოცნება ჯერაც აყოვნებს ასრულებას, არ უღალატოთ, შეეცადეთ, უკეთ მოემზადოთ მასთან შესახვედრად.

ვაშლი №8
- შეეცადეთ, მიენდოთ ბედს და არ მოითხოვოთ სწრაფად განვითარება. იცოდეთ, რომ სწორ გზაზე ხართ, თუმცა ზოგჯერ მოთმინება და სიმშვიდე გმართებთ.

ვაშლი №9
- თქვენი საქმეები სასიყვარულო ამბებში წინ წავა და ოცნებები ცხადში აგიხდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იოცნებოთ მხოლოდ კარგზე.

ვაშლი №10
- ხდება ხოლმე, რომ უკეთესი არჩევანით რაღაც კარგს ვკარგავთ. მოუფრთხილდით, რაც გაგაჩნიათ, განაგრძეთ მიზნის დასახვა, მაგრამ იცოდეთ, რომ ბევრი რამ უკვე ხელთ გაქვთ. უბრალოდ, უნდა შეამჩნიოთ და დააფასოთ.

ვაშლი №11
- თუკი ჯერაც არ მიგიღწევიათ დასახული მიზნისთვის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზიხართ და ელოდებით მას. თამამად და თავდაჯერებულად გაემართეთ მისკენ, ეს ბედნიერების მთავარი გასაღებია.

ვაშლი №12
- თქვენი არჩევანი მეტყველებს იმაზე, რომ ბედნიერი ადამიანი ხართ და სრულებით კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით, ხოლო თუკი კიდევ რაიმე ოცნება დაგრჩათ, მაშინ სულ მალე აგიხდებათ.

წყარო