თავისი დადებითი მხარეების შესახებ, ალბათ, ყველა ადამიანმა იცის, თუმცა ზოგჯერ ჩვენს ცნობიერში ბევრი რამ იმალება. ეს ორი ტესტი საშუალებას მოგცემთ, რომ აღმოაჩინოთ, რა აღიქვით ერთი შეხედვით და რაზე მიანიშნებს ეს ყოველივე.
სახე:
თქვენ დედამიწაზე ხართ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ: ჭკვიანურად საუბარი, გაგება და გულწრფელად ზრუნვა შეუძლებელი სულაც არ არის. ეს ბევრ რამეს ხსნის. მიგაჩნიათ, რომ ტყუილად არაფერი ხდება და მუდმივად გაქვთ სიახლის მოლოდინი, რომელსაც არ უნდა შეუშინდეთ.
2 ფიგურა: თქვენ ძალიან კონკურენტუნარიანი ხართ, რაც ყველა საკითხს ეხება. ვგულისხმობთ არა მხოლოდ სპორტს ან სამსახურს, არამედ ნებისმიერ წამოწყებას. რაც უნდა გააკეთოთ, მოითხოვთ საკუთარი თავისგან, რომ საუკეთესო იყოთ.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი მიზნები მწვერვალებისკენ მიდის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაზე ძლიერ ადამიანსაც სჭირდება დასვენება.
დააკვირდით ფოტოს: რა შეამჩნიეთ მასზე თავიდან?
ხეები:
თქვენ ინტუიცია უმაღლეს დონეზე გაქვთ განვითარებული. ეს კარგად იცით და ამიტომ საკუთარ უნარებს ყოველთვის ენდობით.
ძალიან მშვიდი პიროვნება ხართ. მოგწონთ სიმშვიდეში ყოფნა და დრო, როცა არაფრის კეთება არაა საჭირო, რათა განტვირთვის საშუალება მოგეცეთ და ჰარმონიას მიუახლოვდეთ.
ვეფხვი: ძლიერი პიროვნება ხართ, რომლის გონებაც მაღალ საფეხურებს იპყრობს. დარწმუნებული ხართ საკუთარ გადაწყვეტილებებში და ცდილობთ, თქვენი ქცევა გაუაზრებელი არ იყოს.
ბევრს ფიქრობთ, არც მოქმედების გეშინიათ. ნუ ეცდებით, მოიზიდოთ ხიფათი და შეეცადეთ, რომ თქვენი იმპულსები მართოთ.
სწორი იყო ტესტების პასუხები? ნებისმიერ შემთხვევაში, კომენტარის სახით გვაუწყეთ თქვენი შედეგების შესახებ.