ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანის, როგორც მთლიანი პიროვნების, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან: "ფსიქე" (რაც სულს ნიშნავს) და "ლოგოს" (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგ ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიპციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.
ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქოტესტი შექმნეს, რომლებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვს ჩვენგან.
მოცემული ფოტოდან აირჩიეთ ერთი ფინჯანი და წაიკითხეთ შესაბამისი დახასიათება.