პირველი შეხედვისთანავე მიხვდებით, რომელმა დეტალმა მიიქცია თქვენი ყურადღება და სწორედ ეს გაგცემთ პასუხს იმაზე, თუ როგორი მახასიათებლები გაქვთ.
ეს შეიძლება ყოფილიყო ქოლგიანი ქალბატონი, წვერიანი, ხუჭუჭა მამაკაცი, ნავები ან...
მოგვყევით.
თუ ქოლგიანი ქალბატონი შენიშნეთ
ის პარიზისა და სამეფო კარის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებისგან განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ მომადლებული. ქოლგა არის ცასა და დედამიწას შორის კავშირის სიმბოლო, რაც არის პასუხი, რომ სამყაროში არსებული ნეგატივისგან გსურთ თავის დაცვა. ასევე, ხალხისგან, საზოგადოებისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენ გულღია და გახსნილი ადამიანი ხართ. მსგავსი ადგილი თქვენთვის სამოთხესავითაა. ეს არის სივრცე, რომელიც თქვენში სიმშვიდესა და შემოქმედებით განწყობას იზიდავს.
თუ ხუჭუჭა მამაკაცი დაინახეთ
ის მზაკვრული იდეების სიმბოლოდაც მოიაზრება. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია გონივრულ იდეებზე, რომელთა განხორციელებამ სასურველი მიზნის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი. მთავარია, ეს განწყობა გადაჭარბებული დოზით არ გამოიყენოთ, რომ მიზანმა არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა. ასევე, თქვენ გელოდებათ საინტერესო ცვლილებები. შედეგად, თქვენ მოიპოვებთ ძალას და ნაკლები სადარდებელი გექნებათ.
თუ მეზღვაური და ნავები შენიშნეთ
სიმდიდრის სიმბოლოა. თქვენ შორს მიმავალი ადამიანი ხართ, სერიოზული გეგმები და მკაფიო მიზნები გაქვთ. მთავარია, რომ თქვენი გემი არ ჩაიძიროს ზედმეტად გადატვირთვის გამო. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, თქვენს ჯანმრთელობაზე. უფრო მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეცადეთ, რომ დიდხნიან მოგზაურობაზე უარი თქვათ და ნაკლები დროით წახვიდეთ.
თუ ამომავალი კვამლი დაინახეთ
ამ შემთხვევაში კვამლი სულის სიმბოლოა. სულიერი სიმშვიდე თქვენს გონებასა და სხეულს დააკლდა. ძალიან დაკავებული ხართ თქვენი საქმეებით. გაითვალისწინეთ, თქვენი სული მოითხოვს სიწყნარეს და დასვენებას. მას სურს იხილოთ ზღვა, იაროთ სასეირნოდ, განიტვირთოთ, თუნდაც ორი დღის განმავლობაში. ის ყვირის და უნდა მოუსმინოთ.
ემთხვევა ტესტი თქვენს მახასიათებლებს? დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარის სახით.