ტესტი

აირჩიეთ გული და გაიგეთ, რას უნდა ელოდოთ პირად ფრონტზე

აირჩიეთ გული და გაიგეთ, რას უნდა ელოდოთ პირად ფრონტზე
სიყვარული მშვენიერი გრძნობაა, რომელიც დედამიწაზე ყველაფერს ცვლის და ცხოვრებას მრავალფეროვანი საღებავით ხატავს. ეს მარტივი ტესტი მოგიყვებათ იმაზე, თუ რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში თქვენს პირად ცხოვრებაში.
  1. დახუჭეთ თვალები, დაისვენეთ, იჯექით ერთი წუთი ამ მდგომარეობაში და არ იფიქროთ არაფერზე.
  2. შემდეგი ნაბიჯი: გაახილეთ თვალები და ყურადღებით დააკვირდით თითოეულ გულს. გაითვალისწინეთ დროის ფაქტორიც. ზოგი მათგანი ყველაზე მიმზიდველი მოგეჩვენებათ, იმის მიუხედავად, რომ გარეგნულად ისინი ერთნაირია. აირჩიეთ გული, რომელიც გეძახით.

ახლა კი გაეცანით შედეგს.

თუ პირველი გული აირჩიეთ, თაყვანისმცემელი გყავთ. არის
ადამიანი, ვისი აზრებიც თქვენკენაა მომართული. თუ არ ხართ თავისუფალი - თქვენი პარტნიორი გიყვართ და მხოლოდ თქვენს ურთიერთობაზე ფიქრობთ. თუ თავისუფალი ხართ - მიმოიხედეთ გარშემო, შესაძლოა თქვენთვის საინტერესო ადამიანი იქვე იყოს. თქვენ გაქვთ ყველა შანსი იმისთვის, რომ ააწყოთ ურთიერთობა ამ ადამიანთან და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. თქვენ შეძლებთ სიყვარულში ჰარმონიის პოვნას, თუ თავად გსურთ ეს. ამ შემთხვევაში თქვენთვის არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს.

თუ მეორე გული აირჩიეთ - სულში რაღაც სიცარიელე გაქვთ. ალბათ, რომელიმე პიროვნებასთან გქონდათ ურთიერთობა, რომლის გრძნობაც გაცივდა, ან პირიქით, თქვენი გრძნობები გაუფერულდა. ახალი რომანი არ არის მოსალოდნელი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ ძველი ურთიერთობა და იზრუნოთ იმაზე, რომ აზრები დაალაგოთ. როდესაც ენერგიით ხართ სავსე, შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯი სიყვარულისკენ. მაგრამ ეს ზაფხულამდე შეიძლება არ მოხდეს. გაზაფხულიდან კი იწყება ცხოვრების აყვავება და ყველაფერს თავიდან დაიწყებთ.

თუ მესამე ვარიანტი აირჩიეთ - საპირისპირო სქესი  თქვენზე გიჟდება. თქვენ ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, რომანტიკული და ნაზი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვაც შეგიძლიათ. ეს თვისებები გარშემომყოფებს იზიდავს. ასე რომ, თქვენ მარტო არ იქნებით. მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი იტრიალებს და მეტად იყოყმანებთ, შეიძლება ეს ნიუანსი პირად ცხოვრებაში ბედნიერების შემაფერხებელი გახდეს. თუ არჩევანს არ შეუშინდებით, შეგიძლიათ ბედნიერებისკენ ნაბიჯები გადადგათ. მანამდე კი აუცილებლად დაეკითხეთ თავს, იქცევით თუ არა სწორად.

თუ მეოთხე გული აირჩიეთ, საყვარელი ადამიანისგან სიახლე გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს ნანატრი ზარი, წერილი ან SMS. თუ ის ჯერ არ არის პარტნიორი, მალე იქნება შესაძლებლობა, რომ ვინმესთან შეხვედრა შეძლოთ. თქვენ ჭკვიანი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ, მაგრამ ეს შეიძლება თქვენს ბედნიერებას აფერხებდეს კიდეც. გახდით უფრო რბილი და რომანტიკული, შემდეგ კი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მოხდება.

თუ მეხუთე გული აირჩიეთ, ვნებები გელით. ეს შეიძლება იყოს ახალი მგზნებარე რომანი, დასრულებული ურთიერთობის განახლება ან გრძელვადიანი ურთიერთობის ახალი სიცოცხლე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კავშირია აქტიურობასთან, ნათელ ემოციებთან და ქარიშხლიან ღამეებთან. ისიამოვნებთ ასეთი საინტერესო ცხოვრებით, მაგრამ არ დაკარგოთ თავი ისე, რომ ამან პრობლემები მოგიტანოთ. ეცადეთ, რომ საეჭვო თავგადასავლებში თავი არ ამოჰყოთ.

თუ მეექვსე გული აირჩიეთ, ეს წარსულის მოგონებებთანაა კავშირში. ალბათ, ვინმესთან იკამათეთ და ახლა შეწუხებული ხართ. ან იქნებ მარტო ხართ და ფიქრობთ, რომ ყველაფერი უკვე გვიანია და ახალი სიყვარულის იმედი არ გაქვთ. თქვენ უნდა მართოთ ასეთი აზრები და განდევნოთ საკუთარი თავიდან! ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ თქვენთვისვე სჯობს, რომ ეს პერიოდი ანალიზს დაუთმოთ და რამდენიმე თვეში თქვენი ცხოვრება, მათ შორის პირადიც კი, დალაგდება. ამავდროულად, უბრალოდ იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის და გაიფერადეთ ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ.
ბეჭდვა
e87a93