აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რა გზავნილი მოგიმზადათ სამყარომ - Marao

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რა გზავნილი მოგიმზადათ სამყარომ

2020-04-21 09:12:08+04:00


მანდალები ინახავს თავის რთულ ფიგურებში სამყაროს საიდუმლოს, თითოეული მანდალა კი საიდუმლო გზავნილის მატარებელია. აირჩიეთ მანდალა, რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია თქვენი ყურადღება. გაიგეთ, რა იმალება მეტაფიზიკურ სიმბოლოებში.

Выберите мандалу и узнайте, какое послание для вас приготовила Вселенная

მანდალა №1: სამართლიანი და გულწრფელი

  • ამ მანდალის არჩევა ნიშნავს იმას, რომ ის პიროვნება ხართ, რომელიც ცდილობს, მუდამ სწორად მოიქცეს და მაქსიმუმი სარგებლობა მიიღოს ამისგან. თქვენ ძალ-ღონეს არ იშურებთ დავალების შესასრულებლად ან საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად. თუმცა გული გწყდებათ იმაზე, რომ სათანადოდ არ გაფასებენ. თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც ნებისმიერ მომენტში რისკზე წამსვლელია.
Выберите мандалу и узнайте, какое послание для вас приготовила Вселенная

მანდალა №2: ნამდვილი და საინტერესო

  • ამ მანდალის არჩევით ადასტურებთ, რომ ყოველთვის ნამდვილ ადამიანად რჩებით, არასდროს გეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირების. სწორედ პირდაპირობის გამო უყვარხართ გარშემომყოფებს და ხშირად რჩევებისთვის მოგმართავენ. ამასთანავე, საკმაოდ საინტერესო პიროვნება ხართ. ყოველთვის გაქვთ მარაგში საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დიდი იუმორის გრძნობით გეხერხებათ გადმოსცეთ.
Выберите мандалу и узнайте, какое послание для вас приготовила Вселенная

მანდალა №3: ყურადღებიანი და ფიქრის მოყვარული

  • თუკი ეს მანდალა აირჩიეთ, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფიქრი გიყვართ, ამჩნევთ სხვადასხვა დეტალს. მუდამ ეძებთ საზღვრების გაფართოების გზებს თქვენი გონებისთვის და ახალი უნარების ათვისებას უთმობთ დროს. თვალს ადევნებთ სიახლეებს. მშვენივრად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან, თუმცა დისკუსიებში შესვლაც ძალიან გიყვართ.
Выберите мандалу и узнайте, какое послание для вас приготовила Вселенная

მანდალა №4: ქარიზმატული

  • ხართ ქარიზმატული პიროვნება, რომელიც გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე. საკმაოდ მდიდარი ფანტაზიის უნარი გაქვთ, რაც ხელს გიწყობთ ხელოვნების ნიმუშის შექმნაში.
Выберите мандалу и узнайте, какое послание для вас приготовила Вселенная

მანდალა №5: თამამი და თავდაჯერებული

  • ამ მანდალას თავდაჯერებული და თამამი ადამიანები ირჩევენ, რომლებმაც იციან, ცხოვრებისგან როგორ მიიღონ ის, რაც სჭირდებათ. თქვენ ამავდროულად საკმაოდ მამაცი ხართ და საკუთარი თავის განვითარებისთვის ამას კარგად იყენებთ. ხართ დამოუკიდებელი და იცით, როგორ გამოაჩინოთ საკუთარი თავი. სწორედ ამის დამსახურებით იღებთ ცხოვრებისგან ყველაფერს, რასაც მოისურვებთ.
Выберите мандалу и узнайте, какое послание для вас приготовила Вселенная

მანდალა №6: ნაზი და კეთილი

  • ამ მანდალის არჩევა ნიშნავს, რომ გახსნილი ადამიანი ხართ და მსუბუქად რეაგირებთ გარშემომყოფების ემოციებზე. ამ თვისების დამსახურებით საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავთ. ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის და ზუსტად იცით, ვის რა უთხრათ. სიკეთე სულაც არ არის სისუსტის გამოვლენა, ვინაიდან თქვენ არა მარტო სხვების დაცვა, არამედ საკუთარი თავის დაცვაც იდეალურად შეგიძლიათ.

 

წყარო: cluber