ტესტი

აირჩიეთ მონეტა და გაარკვიეთ, რა გელით მომავალში - წინასწარმეტყველური ტესტი

აირჩიეთ მონეტა და გაარკვიეთ, რა გელით მომავალში - წინასწარმეტყველური ტესტი
არსებობს მყარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, იმის მიუხედავად, თუ როგორი მატერიალური მდგომარეობა გააჩნიათ, მაინც სიმდიდრეზე ოცნებობენ.
როგორც თქმულა: "ოცნება საზიანო არაა".  ჩვენ წინასწარმეტყველურ ტესტს შემოგთავაზებთ და ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ცოტა გაერთოთ.
ამ ტესტის მეშვეობით, შეძლებთ გაიგოთ, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ თუ არა და ასევე გაარკვევთ იმასაც, რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყოველივე. დახედეთ ფენ-შუის ჩინურ მონეტებს ფოტოზე, დააკვირდით და აირჩიეთ მხოლოდ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

მონეტა 1

თუ ცხენის გამოსახულების მონეტა აირჩიეთ: ცხენი შრომისმოყვარე
და შეუპოვარი ცხოველია. თქვენ ის წარმატება გელოდებათ, რომელსაც ასე ელოდით, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საქმეში შეუპოვარი იქნებით. სიჯიუტე, შრომა და საკუთარი თავის მიმართ რწმენა სასურველი შედეგის მიღწევასა და სიმდიდრის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მონეტა 2

იმ შემთხვევაში, თუ მაიმუნის გამოსახულების მონეტა აირჩიეთ, მიზანთან ძალიან ახლოს იმყოფებით. წარმატება შორს სულაც არ არის. მაიმუნივით აქეთ-იქით სირბილი და ღელვა მოგიწევთ, რათა სასურველი რამ მიიღოთ. დიდია იმის ალბათობა, რომ სულ მალე ახალი მაცდური წინადადებას მიიღოთ. თუ რისკზე წასვლას არ შეუშინდებით, გამდიდრების შანსს ხელიდან არ გაუშვებთ.

მონეტა 3

მესამე მონეტა ძაღლის გამოსახულებითაა. ეს კი იმაზე საუბრობს, რომ უახლოეს მომავალში ფინანსურად სტაბილურად ყოფნა გელით. ძაღლი ადამიანის მეგობარია, რომელიც მასთან ყველანაირ პირობებში დარჩება. თქვენი ფინანსებიც თქვენთან დარჩება, გასავალი და შემოსავალი ერთმანეთის მსგავსი იქნება. ხელი არ ჩაიქნიოთ, რადგან ჩვენს დროში ეს არცთუ ისე ცუდია და იზრუნეთ გაუმჯობესებისთვის.

მონეტა 4

თქვენ თაგვისგამოსახულებიანი, იღბლიანი მონეტა აირჩიეთ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ხართ! თაგვს მფლობელისთვის ფული და იღბალი მოაქვს. ამ წლის მანძილზე თქვენი ფინანსური მდგომარეობა წინ წაიწევს და ეფექტურ შედეგს იხილავთ. მიენდეთ თქვენს ბედს და ეცადეთ, რომ გამდიდრების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93