დააკვირდით თითოეულ მთის ლანდშაფტს, რომელმა მიგიზიდათ ყველაზე მეტად?
პირველი მთა: მდიდარი ბუნება
- გსურთ ახალი ჰორიზონტების დაპყრობა, პიროვნულ ზრდაზე ხართ ორიენტირებული. სავარაუდოდ, დაღლილი ხართ რუტინით. თუმცა ცხოვრება საკმაოდ კარგ საჩუქარს გიმზადებთ. ამას გულით გრძნობთ დიდი ხანია, მაგრამ ბედნიერების კარის გასაღები ამ დრომდე ვერ გაიგეთ, რომელია. მოიშორეთ თავიდან ყველა ის ცუდი აზრი, რომელიც ოცნებაში გიშლით ხელს. თქვენს სულს თავისუფლება სწყურია. მოუსმინეთ თქვენს გონებას, იქნებ მას სადმე დასასვენებლად წასვლა სურს ან ვინმესთან კომუნიკაცია უნდა? უნდა იყოთ საკუთარ თავთან ის, ვინც ხართ სინამდვილეში. შესაბამისად, დაძლევთ სტრესს, ხოლო სამყარო გაჩუქებთ ისეთ მომენტებს, რომლებიც თქვენზე კარგ ზეგავლენას იქონიებს.
მეორე მთა: ჯადოსნური ქვეყანა
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლა-ლა-ლენდში. საიდუმლო ბილიკზე მოინდომეთ გასეირნება, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება შეგხვდეთ, მარტორქით დაწყებული. ეს კი მოგცემთ საშუალებას, რეალობაში მოიყვანოთ ჩანაფიქრები. შესაძლოა, ბოლო დროს ხშირად გეუბნებიან: „გეყო ღრუბლებში ფრენა“, „დაეშვი ღრუბლებიდან დედამიწაზე“, მაგრამ სინამდვილეში როგორ ფიქრობთ, ღირს კი დაშვება? რას მოგცემთ ეს? ცხოვრება სასწაულისა და იმედის გარეშე საკმაოდ მოსაწყენია. ბედნიერება ფინანსებში სულაც არ არის, მიიღეთ სიამოვნება ჯადოსნობით.
მესამე მთა: მთები და გამოქვაბულები
- ძალიან ცოტა ადამიანი მიიწევს ასეთი მთებისკენ. მისი დაპყრობის სურვილი მხოლოდ მამაცებს აქვთ. თქვენც მათ შორის ხართ. ლომის სიმამაცე გაძლევთ საშუალებას, გაიაროთ ყველაზე დაბურული გამოქვაბულიც კი. უბრალოდ, ეს უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს. ნებისმიერ დაბრკოლებას ცხოვრებისეულ გამოცდილებად იღებთ და ითვალისწინებთ. მზად ხართ სხვების დასახმარებლად. თქვენი სული დიდი საქმეების შესასრულებლად მიიწევს. სწორედ ასეთი განსაკუთრებული ადამიანი ხართ სინამდვილეში.
მეოთხე მთა: მშვიდი წყლები
- თქვენ აირჩიეთ განსაკუთრებული მთები - სიმშვიდის და სიწყნარის მთები. სავარაუდოდ, ეს თქვენი სულის გამოძახილია, რომელსაც უნდა, მეტი დრო გამოგაძებნინოთ თქვენი სულისთვის, იმისათვის, რომ მიმართოთ მედიტაციას, ლოცვას და სულიერ სამყაროსთან კონტაქტს. ხოლო, თუ დიდი ხანია ასე იქცევით, მაშინ თქვენი სულიერი სიძლიერე უფრო და უფრო მტკიცდება. ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. თუკი მთებს გააყოლებთ თვალს, შენიშნავთ სურათის კუთხეში დიდ სილამაზეს. რაც უფრო მშვიდი იქნებით, უფრო დიდი ჯილდო გელით გზის ბოლოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ ასეთ ადგილას დრო მხოლოდ თქვენ გექვემდებარებათ.
წყარო:cluber