პეპელა - უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სიმბოლოა, რომელიც სულს განასახიერებს, მუდმივ სიცოცხლესა და სამყაროსთან კავშირს.
აირჩიეთ ყველაზე სასურველი პეპელა და გაიგეთ თქვენი სულიერი სამყაროს საიდუმლო.
№1 პეპელა
- საკმაოდ პოზიტიული და ნათელი ადამიანი ხართ. ბევრი მოიწევს თქვენკენ, როგორც პეპელა სინათლისკენ. თქვენ საკმაოდ თბილი და გულახდილი ადამიანი ხართ. ძალიან ცოტას ფიქრობთ საკუთარ თავზე და ბევრს სხვებზე. სამყარო გირჩევთ, უფრო მეტი დრო გამოუყოთ საკუთარ თავს და გაანებივროთ, ვინაიდან, როცა თქვენ იღიმით, მთელი სამყარო იღიმის.
№2 პეპელა
- თქვენ ხელოვანი ხართ, ბევრი ნიჭი და შესაძლებლობა გაქვთ. ნაზი და ფაქიზი სულის პატრონი ხართ, მაგრამ ეს ცოტამ იცის. თქვენი მთავარი მტერი ეჭვიანობაა, საკუთარ ძალებში არ ხართ თავდაჯერებული. სამყარო გირჩევთ, მიენდოთ საკუთარ გულს და ძალებს.
№3 პეპელა
- ადამიანს საკმაოდ კარგად გრძნობთ, სხვა სამყაროსთან გაქვთ თითქოს კავშირი. საკმაოდ ძლიერი ინტუიციით გამოირჩევით. ხშირად ხედავთ სიზმრებს, კარგი და ცუდი ადამიანების ამოცნობა გეხერხებათ. საკმაოდ გულღია ხართ. ამიტომ რთულია ზოგჯერ თქვენთან ურთიერთობა. სამყარო გირჩევთ, გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებსაც ენდობით.
№4 პეპელა
- კონტრასტების ადამიანი ხართ. ხშირად გეცვლებათ განწყობა. ზოგჯერ ძალიან ნაზი ხართ, ზოგჯერ კი - უხეში. ხშირად უყვარდებით, მაგრამ თქვენ იშვიათად და სამუდამოდ გიყვარდებათ. ვერ პატიობთ ღალატს. განიცდით ყველანაირ წვრილმანს. ლამაზი ნივთები მოიმარაგეთ გარშემო და ყველაფერი კარგად იქნება.
წყარო:cluber