ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ იასამანი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა სურვილები - Marao

ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ იასამანი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა სურვილები

2020-06-05 09:33:02+04:00


ყურადღებით დააკვირდით ფოტოს და აირჩიეთ იასამნის ტოტი, უბრალოდ მიენდეთ ინტუიციას.  თქვენი აზრით, რომელი მალავს იღბლიან 5 ფოთოლს?დიდხანს ფიქრი არ არის საჭირო იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოთ.

წარმოგიდგენთ შედეგებს. რომელი აირჩიეთ?

იასამანი #1

თუ თქვენ ეს იასამანი აირჩიეთ, მაშინ უნდა მოგილოცოთ! ის 5 განსხვავებულ ფოთოლს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იღბალი თქვენს მხარესაა და თქვენი ნატვრა ახდება.

იასამანი #2

თეთრი იასამანი ლამაზი და დელიკატურია, მაგრამ მასზე 5 ფოთოლი არ არის. ამის მიუხედავად, ამ იასამნის ფერი მოწმობს, რომ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გაიმარჯვოთ. იმისთვის, რომ სურვილი აგიხდეთ, მცდელობები არ უნდა დაიშუროთ. არ დანებდეთ და ყველაფერი გამოვა!

იასამანი #3

ამ ტოტზე 5 ფოთოლი არ არის, მაგრამ თქვენი ნატვრა ნამდვილად ასრულდება. ამას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის წყალობით შეძლებთ. იღბალს გულის კარი გაუხსენით.

იასამანი #4

ეს მოცემულ იასამნებს შორის, შეიძლება ითქვას, რომ ორმაგად 5-ფოთლიანია, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ! დიდი ალბათობით, ორმაგი მოცულობით გაგიმართლებთ და თქვენი სურვილიც ახდება, უბრალოდ ცოტა ხანს უნდა დაელოდოთ და მოთმინება იქონიოთ.