ტესტი

მთვარე, მზე თუ ვარსკვლავი? შეიტყვეთ, როგორი კარმა მოგყვებათ და რას უნდა ერიდოთ

მთვარე, მზე თუ ვარსკვლავი? შეიტყვეთ, როგორი კარმა მოგყვებათ და რას უნდა ერიდოთ
როდესაც რაღაც ცუდი ხდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცუდი კარმის ბრალია.
თუ გსურთ იცოდეთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემები და გაიუმჯობესეთ თქვენი კარმა, უბრალოდ შეარჩიეთ ერთი გამოსახულება ამ სამიდან და წაიკითხეთ ქვემოთ მისი მნიშვნელობა.

1. დათმეთ არაჯანსაღი ურთიერთობა.

წარსულში იყო დრო, როდესაც იყავით იქ, სადაც თავს მარტოდ გრძნობდით, იზოლირებულად და მიტოვებულად. რატომ ცდილობთ ახლა ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც არც თუ ისე კარგია თქვენთვის. თქვენ ადამიანში მხოლოდ სიკეთეს ხედავთ და ვერ ამჩნევთ, რომ მასში ნეგატიური საწყისები ჭარბობს. თქვენი კარმის გასაუმჯობესებლად, საჭიროა
კარგი კავშირების დამყარება და დადებითი ურთიერთობებისთვის ბრძოლა. დაივიწყეთ არარსებული შიშის შესახებ, რომელიც მარტო ყოფნას ეხება, ეს უფრო მაშინ ხდება, თუ თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი არაა. ყურადღება გაამახვილეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია.



2. შეწყვიტეთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და თქვენი მიზნების დავიწყება


თქვენ შეიძლება ცხოვრებაში რთული სიტუაციები შეგექმნათ, რომლებიც აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ყველაფერი, რაც ხდება, შედეგების გამოა გამწვავებული. თქვენ ალბათ არ იცით, რომ ეს შეცდომები მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ თქვენ საკუთარი თავის საკმარისად არ გჯერათ.
დადგა დრო, რომ გადადგათ ნაბიჯი და დაფიქრდეთ თქვენს გადაწყვეტილებებზე. გააანალიზეთ ყველა ის გადაწყვეტილება, რამაც არასასურველი შედეგები, ან წარმატებული ქმედებები გამოიწვია. შეეცადეთ გამოცდილებად აქციოთ ისინი. ასევე, შეწყვიტეთ სხვების რჩევების საკუთარზე მეტად გათვალისწინება და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც რეალურად გჭირდებათ.



3.  ენდეთ სწორ ადამიანებს


დიახ, წარსულში თქვენ ვიღაცის მსხვერპლი გახდით და ბევრჯერ გაგიცრუვდათ იმედი, უპატივცემულოდ გექცეოდნენ. ახლა თქვენ დისტანციით იცავთ ყველასგან თავს და არ იცით ვის ენდოთ. მაგრამ დადგა დრო, რომ თავი დავაღწიოთ ამ ცუდ კარმას, ისეთი ხალხის მოზიდვით, ვინსაც ნამდვილად ესმის თქვენი.
უბრალოდ ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ინტუიციაზე და ისწავლეთ იმ ადამიანების ნდობა, რომლებშიც შუქს ხედავთ. ნიშნები მარტივად შეიძლება შენიშნოთ, უბრალოდ უნდა დაიბრუნოთ იმის რწმენა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93