ამგვარი ტესტები ბოშათა ფესვებიდან მოდის. არსი მარტივია: აირჩიეთ ნებისმიერი კარტი, შემდეგ წაიკითხეთ შეტყობინება, სტატიის ბოლოს კი შეადარეთ აღწერა, რათა გაიგოთ, რომელი გერგოთ.
ერთ-ერთი გამორჩეული არის „მზრუნველი“ კარტი.
ის ჰარმონიული ურთიერთობის სიმბოლოა, რომელშიც თქვენ ერთად რჩებით. ასეთ ურთიერთობებში ადამიანი ყოველთვის სიამოვნებით ბრუნდება, ისე როგორც სახლში, თუნდაც ცოტაოდენი ჩხუბის შემდეგ.
საინტერესო კარტებს შორის არის კარტი "მომლოდინე".
ასეთ ურთიერთობებში, ნისლი და გაურკვევლობა ჭარბობს, რადგან შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი და კარგად ვერ დააკვირდე, ან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო.
კიდევ ერთი საინტერესო კარტი არის დამოუკიდებლობის კარტი.
ასეთ ურთიერთობებში, ჩვეულებრივ, ზედმეტი სიმპათიები არ ჩნდება, რადგან თქვენ და თქვენს პარტნიორს საკმაოდ ძლიერი პიროვნული მხარე და მახასიათებლები გაქვთ. ურთიერთობა შეიძლება იყოს ძლიერი და მყარი, მაგრამ როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხებზე მიდგება, თქვენ ამჯობინებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ.
კარტი "მარტოობა".
შესაძლოა, შენს გვერდით არსებული ადამიანი მთლად შენი არ იყოს, ან მასთან კომუნიკაცია მხოლოდ იმიტომ გაქვს, რომ რომელიმე თქვენგანი მოწყენილია. ასეთი ურთიერთობები ჩვეულებრივ დროებითია და განშორების დიდი ალბათობა წლების შემდეგაც არსებობს. უნდა ეცადოთ, რომ სათქვენო ადამიანი მოძებნოთ.
ახლა კი გავარკვიოთ, რომელ კარტს რომელი მნიშნელობა შეესაბამება:
- მარცხენა კარტი, რომელიც ყვითელკაბიანი გოგონაა გამოსახული "მზრუნველის" კარტია.
- ღია ფერის, მოცისფრო კაბაში გამოწყობილი გოგონა მომლოდინეა.
- გოგონა წითელ კაბაში დამოუკიდებლობის და თავისუფლების კარტს მიეკუთვნება.
- მარჯვნივ კი ბოლო კარტია, სახელად- მარტოობა.